Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში დაკავებული პოლიციელების საქმე - 29.05.2026

გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს სხდომა, სადაც 6 პოლიციელის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

14:59 29.5.2026

14:52 - 6 ბრალდებული პოლიციელიდან არც ერთი მოვიდა სასამართლო სხდომაზე.

„მათი უფლებაა, რადგან მათ არ სურთ, მათი დასწრების გარეშე განვაგრძოთ სხდომა“, - ამბობს მოსამართლე.

14:59 29.5.2026

გორში, „კომბინატის დასახლებაში“ პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატი, რევაზ რევაზიშვილი ამბობს, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფების დანაშაულს დაადასტურებდა.

14:53 29.5.2026

14:52 - სხდომათა დარბაზში სავსეა. დამსწრეებს შორის უმრავლესობა პოლიციელები არიან.

14:52 29.5.2026

14:50 - მოკლედ საქმის შესახებ:

გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG