14:48 - სასამართლო სხდომა გორის სასამართლოს ყველაზე დიდ დარბაზში იწყება. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანია. იქამდე საქმე მოსამართლე, ლევან დარბაიძეს დაეწერა. მან თვითაცილებას მიმართა, არგუმენტი - ინტერესთა კონფლიქტია. ერთ-ერთი ბრალდებული პოლიციელი,მისი ახლობელი იყო.
14:50 - მოკლედ საქმის შესახებ:
გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით.
აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.
14:52 - სხდომათა დარბაზში სავსეა. დამსწრეებს შორის უმრავლესობა პოლიციელები არიან.
გორში, „კომბინატის დასახლებაში“ პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატი, რევაზ რევაზიშვილი ამბობს, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფების დანაშაულს დაადასტურებდა.
ფორუმი