Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმიამ გაავრცელა ცნობა, რომ ლიბანის მხრიდან გაშვებული ჭურვები გაანეიტრალა

3 ივნისს ისრაელმა და ლიბანმა აშშ-ს შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება დადეს. თუმცა ჰეზბოლა არ იზიარებს შეთანხმებას (საილუსტრაციო ფოტო).
3 ივნისს ისრაელმა და ლიბანმა აშშ-ს შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება დადეს. თუმცა ჰეზბოლა არ იზიარებს შეთანხმებას (საილუსტრაციო ფოტო).

ისრაელის სამხედრო ძალებმა 7 ივნისს განაცხადეს, რომ მათ ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით გაშვებული ორი ჭურვი გადაიტაცეს, მიუხედავად ამ კვირაში გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმებისა, რომელიც ისრაელსა და ჰეზბოლას შორის საომარი მოქმედებების დასრულებას ისახავს მიზნად.

„იფთაჰისა და რამოტ ნაფტალის ნაფტალი რაიონებში ცოტა ხნის წინ განგაში იყო, რის შემდეგაც ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრილი ორი ჭურვი გაანეიტრალეს“, - იტყობინება ისრაელის არმია.

3 ივნისს ისრაელმა და ლიბანმა აშშ-ს შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება დადეს, თუმცა ჰეზბოლა არ იზიარებს შეთანხმებას.

აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულადა მიჩნეული ლიბანში მოქმედი ამ დაჯგუფების სამხედრო ფრთა.
ის ახლო აღმოსავლეთის ომში ჩაერთო მას მერე, 3 მარტს, რაც თავის მოკავშირე ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს აშშ-მა და ისრაელმა.

აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა ლიბანზეც უნდა ვრცელდებოდეს, თვლის ირანის და შუამავლის, პაკისტანის წარმომადგენლობა.

2 მარტიდან მოყოლებული, ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად სამი ათასამდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ათობით - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამოცხადების შემდეგ. ლიბანის სამხრეთში მოსახლეობა იძულებული იყო დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილები. სისტემატური განგაში ცხადდებოდა ლიბანის მიმდებარე ისრაელის ტერიტორიაზე.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG