Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ირანს ადანაშაულებს ვერტმფრენზე თავდასხმაში და აცხადებს, რომ აშშ-მ უნდა უპასუხოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ ირანმა ჩამოაგდო ამერიკული Apache-ის ვერტმფრენი, რომელიც ღამით ჰორმუზის სრუტეში პატრულირებდა და პირობა დადო, რომ უპასუხებდა, თუმცა სხვა დეტალები არ დაუსახელებია.

„ჩვენმა დიდმა სამხედროებმა ახლახან მაცნობეს, რომ გუშინ ღამით ირანელებმა ჩამოაგდეს ჩვენი ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური Apache-ის ტიპის ვერტმფრენი, როდესაც ისინი ჰორმუზის სრუტეში პატრულირებდნენ“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

„მიუხედავად ამისა, შეერთებულმა შტატებმა, აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა უპასუხოს ამ თავდასხმას“, - დასძინა მან.

8 ივნისს მედია წერდა, რომ Apache-ის ორი პილოტი გადაარჩინეს. Apache-ები გამანადგურებლებთან ერთად ირანის პორტების ბლოკირების ოპერაციაში მონაწილეობენ.

ირანმა თავის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ გადაკეტა ჰორმუზის სრუტე, საიდანაც მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის და გზის 20 პროცენტი გადის. აშშ-მა დაიწყო ირანის ნავსადგურების ბლოკირება.

2026 წლის აპრილის დასაწყისიდან მხარეებს შორის დროებითი ზავი გამოცხადდა სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებისთვის. პაკისტანის შუამავლობით მიმდინარეობს მოლაპარაკება ომის დასრულების მიზნით.


ფორუმი

XS
SM
MD
LG