Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ მის ტერიტორიასთან ახლოს მყოფმა უცხოეთის ძალებმა უნდა დატოვონ ტერიტორია

აბას არაყჩი (არქივი)
აბას არაყჩი (არქივი)

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ განაცხადა, რომ ირანის ტერიტორიასთან ახლოს მყოფი უცხოური ძალები „მუდმივი საფრთხის ქვეშ არიან საკუთარი ადამიანური შეცდომების, უბრალო ავარიების ან პოტენციურად ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ მოხვედრის გამო“ და მოუწოდა მათ მოშორდნენ ამ ტერიტორიას.

„რისკის შესამცირებლად საუკეთესო გამოსავალია მათთვის (უცხოური ძალებისთვის) წასვლა“, - წერს არაყჩი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ეკისრება პასუხისმგებლობა ჰორმუზის სრუტეში პატრულირებისას ღამით ამერიკული Apache-ის ვერტმფრენის ჩამოგდებაზე, რაზეც, მისი თქმით, ვაშინგტონმა რეაგირება უნდა მოახდინოს.

8 ივნისს მედია წერდა, რომ Apache-ის ორი პილოტი გადაარჩინეს.

Apache-ები გამანადგურებლებთან ერთად ირანის პორტების ბლოკირების ოპერაციაში მონაწილეობენ.

ირანმა თავის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ გადაკეტა ჰორმუზის სრუტე, საიდანაც მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის და გაზის 20 პროცენტი გადის.

აშშ-მა ამის შემდეგ დაიწყო ირანის ნავსადგურების ბლოკირება.

2026 წლის აპრილში დროებითი ზავი გამოცხადდა მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. პაკისტანის შუამავლობით მიმდინარეობს მოლაპარაკება ომის დასრულების მიზნით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG