Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასკოლო ფორმები ჩინეთში მდებარე სამკერვალოში შეიკერება

ფოტოილუსტრაცია: ეს არის სასკოლო ფორმების დიზაინი, რომელიც განათლების სამინისტრომ შეარჩია.
ფოტოილუსტრაცია: ეს არის სასკოლო ფორმების დიზაინი, რომელიც განათლების სამინისტრომ შეარჩია.

განათლების სამინისტროს შპს  „საგანმანათლებლო რესურსებმა“ სასკოლო ფორმების შესაძენად ხელშეკრულება გააფორმა შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისთან“. კომპოანიას სამკერვალო ჩინეთში აქვს.

სამინისტრომ ჯამში 1 801 000 ფორმა შეუკვეთა.

სასკოლო ფორმების შემოღება „ართული ოცნების“ „განათლების რეფორმის“ ნაწილია - ამ ცვლილებით, ფორმა სავალდებულოა პირველიდან მეექვსე კლასამდე მოსწავლეებისთვის.

პირველადი გეგმის მიხედვით, სახელმწიფოს 1 801 000 ცალ სასკოლო ფორმებში 44 900 000 ლარი უნდა გადაეხადა. თუმცა ოფიციალური ვერსიით, იმის გამო შეწყდა, რომ შერჩეულმა კომპანიამ უარი თქვა სახელმწიფოსთან ხელშეკრულების გაფორმებაზე.

ბოლო შესყიდვების განაცხადის მიხედვით, რომელიც „საგანმანათლებლო რესურსებმა“ 25 მაისს გამოაქვეყნა, შესყიდვის ღირებულება 45 658 840 ლარამდე გაიზარდა.

სასკოლო ფორმები სამ ეტაპად უნდა შეიკეროს:

  • პირველ ეტაპზე, 15 ივნისიდან 25 აგვისტომდე, იკერება 301 000 ფორმა;
  • მეორე ეტაპზე, 15 ოქტომბრამდე, სახელმწიფო შეისყიდის 600 000 ფორმას;
  • მესამე ეტაპზე კი, 30 ნოემბრამდე, შეიკერება ყველაზე მეტი, 900 000 ფორმა.




ფორუმი

XS
SM
MD
LG