21 ივნისს სობიანინი 68 წლის გახდა.
უკრაინის მხარდამჭერ მოწოდებებთან ერთად იყო ტექსტი უკრაინისთვის დრონების შესაძენად გაღებული თანხის შესახებაც.
პროუკრაინული ჩანაწერები სობიანინის პირად ბლოგზე ჩანდა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ტელეგრამის ეს არხი დაიბლოკა.
მოსკოვის მერს კომენტარი არ გაუკეთებია. ვინ „გატეხა“ სობიანინის ტელეგრამ-არხი, უცნობია.
16 და 18 ივნისს უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს შეტევა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე.
კონკრეტული სამიზნე იყო კომპანია „გაზპრომ ნეფტის" ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
ფორუმი