დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დაშავებულთაგან ექვსი კლინიკაშია, ერთს კი დახმარება ექიმებმა ადგილზე გაუწიეს.
ერთი საათის განმავლობაში კიევში 40-ზე მეტი რაკეტა ჩამოვარდა. შეტევის დროს რამდენიმე სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ასევე დაიწვა სავაჭრო ცენტრები და ავტომობილები.
რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო: მას შემდეგ ბომბავს როგორც დედაქალაქს ისე სხვა ოლქებს. საპასუხო ნაბიჯებს დგამს უკრაინაც. წუხელ დროებით შეტევის გამო რუსეთში, სტავროპოლის მხარეში ცეცხლი გაუჩნდა ნავთობბაზას.
ფორუმი