11:34 - მოსამართლე თამარ კაპანაძე ახლა წინასასამართლო სხდომის თარიღზე მსჯელობს.
11:34 - გიორგი ჭიღლაძე არ საუბრობს, ის მოკლედ აფიქსირებს, რომ ეთანხმება ადვოკატებს. ის დასაქმებულია, დაოჯახებული არაა.
11:29 - ახლა პოზიციას დაკავებულის ადვოკატები აფიქსირებენ. მარიამ დურგლიშვილის თქმით, გიორგი ჭიღლაძე კანონთან კონფლიქტი არასდროს ყოფილა, არ დგას მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
“დაზარალებულის მეგობრებიც კი ერთმანეთისგან განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრობენ, განსხვავებულად აღწერენ მომხდარს”.
ადვოკატის განმარტებით, ქორწილის არც ერთი სტუმარი და დაკავებულის ოჯახის წევრი არ ესწრება სასამართლოს, რადგან ისინი ამ საქმის მოწმეები არიან.
ადვოკატების თქმით, სხდომის დასრულებისთანავე გირაოს გადაიხდიან.
ლაშა კაპანაძის თქმით, გირაოს მიზანი არ უნდა იყოდ “ბრალდებულების თავისუფლების გამოსყიდვა”.
“არ ვეთანხმები დაპატიმროს და გიორგი ჭიღლაძე დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს. გირაოს ვეთანხმებით”, - ამბობს ლაშა კაპანაძე.
ფორუმი