ეს თანხა თითქმის 8 მილიარდი დოლარით მეტია ბოლო საჯარო შეფასებიდან.
ჰეგსეთმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ ეს ციფრი ასევე მოიცავს 30 სექტემბრამდე მოსალოდნელ ხარჯებს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჰეგსეთმა, რომელიც სენატის ასიგნაციების კომიტეტის წინაშე წარსდგა გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარესთან, გენერალ დენ კეინთან ერთად, საჯაროდ უპასუხა მათ შეკითხვებს მას შემდეგ, რაც აშშ-ის არმიამ ამ თვის დასაწყისში ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედები განაახლა.
ირანის წინააღმდეგ ომი აშშ-მა და ისრაელმა წელს, თებერვლის ბოლოს დაიწყეს. აპრილში მიღწეული იქნა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
15 ივნისს, აშშ-სა და ირანის ოფიციალურმა პირებმა, მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ჩარჩო დოკუმენტზე, რომელიც მიზნად ისახავდა ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებას და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას, ასევე ლიბანში საომარი მოქმედებების დასრულებას.
საომარი მოქმედება განახლდა ივლისის თვეში. აშშ-ის მიერ უპირატესად, სამხრეთ ირანში სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის საპასუხოდ
ირანმა დაარტყა სპარსეთის ყურის ქვეყნებში აშშ-ის სამხედრო ბაზებს და ასევე, სამოქალაქო ობიექტებს.
ფორუმი