Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაისის შემდეგ პირველად Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა

მაისის შემდეგ პირველად Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა, 2026 წლის 23 ივლისი
მაისის შემდეგ პირველად Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა, 2026 წლის 23 ივლისი

23 ივლისს ექვსი პროცენტით გაიზარდა და ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა - ეს მარკა არის მსოფლიოს მთავარი ნავთობის ეტალონი. ასეთი ფასი მაისის შემდეგ პირველად აღირიცხა, მედიის თანახმად ნავთობის ფასი უკვე მეხუთე დღეა მატულობს.

ნავთობი ძვირდება ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ხელახალი გაძლიერების ფონზე. ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ წითელ ზღვაში ტანკერებზე თავდასხმებსაც - რაც საფრთხეს უქმნის ნავთობის მიწოდების კიდევ ერთ მნიშვნელოვან მარშრუტს, ირანის მიერ ფაქტობრივად ბლოკირებულ ჰორმუზის სრუტესთან ერთად.

ირანთან კავშირის მქონე იემენელმა ჰუთებმა იერიშები მიიტანეს საუდის არაბეთის ორ ტანკერზე, რამაც კიდევ უფრო გაზარდა შიშები მიწოდების თაობაზე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG