Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ წინსვლაა ჰორმუზის სრუტის გარშემო მოლაპარაკებაში

(საილუსტრაციო ფოტო)
(საილუსტრაციო ფოტო)

26 ივლისს ირანმა განაცხადა, რომ მან პროგრესს მიაღწიეს ომანთან მოლაპარაკებებში ჰორმუზის სრუტის მართვის გარშემო. ამ სტრატეგიულ საზღვაო გზას ნავთობისა და გაზით ვაჭრობისთვის, გეოგრაფიულად ამ ორ ქვეყანას შორისაა.

ბოლო მოლაპარაკებები მას შემდეგ გაიმართა, რაც შეერთებულმა შტატებმა განაახლა თავდასხმები ირანზე, რათა დაასრულოს თეირანის კონტროლი სრუტეზე. მანამდე ივნისში ვაშინგტონმა და თეირანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავდა ომის დასრულებას და რომელმაც დროებით შეამცირა დაძაბულობა.

ირანის არმიამ კვირას გაფრთხილება გაავრცელა, რომ ახლო აღმოსავლეთის ომი გაფართოვდება, თუ შეერთებული შტატები გადაწყვეტს ისლამურ რესპუბლიკაზე თავდასხმების გაგრძელებას ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ვაშინგტონში ვიზიტის წინ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაეიმ, განაცხადა, რომ პარასკევს და შაბათს ირანის დედაქალაქ თეირანში ირანისა და ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა.
ბაღაეის თქმით, დისკუსიები ფოკუსირებული იყო „საერთო პრინციპებსა და ოპერაციულ მექანიზმებზე“, რათა უზრუნველეყოთ გემების უსაფრთხო გავლა, ორი სახელმწიფოს სუვერენული უფლებების პატივისცემით.

მან მოლაპარაკებები შეაფასა, როგორც „სასარგებლო“ და აღნიშნა, რომ მიღწეულია პროგრესი, დასძინა, რომ „ორ მხარეს შორის ტექნიკური და პოლიტიკური კონსულტაციები გრძელდება“.

ივნისში ომანმა და ირანმა განაცხადეს, რომ განიხილავენ მომსახურების საფასურის დაწესებას, რასაც ვაშინგტონი ეწინააღმდეგება.

თუმცა, ომანის მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ გემებს შეეძლოთ ჰორმუზის გადალახვა მისი ტერიტორიული წყლების გავლით, რამაც გააღიზიანა თეირანი და ესკალაცია განახლდა.

25 ივლისს განაცხადა, რომ თითქმის ორკვირიანი დარტყმების შემდეგ აშშ-ის მხრიდან თავდასხმა არ მომხდარა.

საინფორმაციო საიტის, Axios-ის ცნობით, პენტაგონმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წარუდგინა დარტყმების მე-14 ღამის გეგმა, მაგრამ მან უარი თქვა ამის განხორციელებაზე მოლაპარაკებების განახლების სასარგებლოდ.
ცნობაში ნათქვამია, რომ ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა მას შემდეგ, რაც ომანის დელეგაცია თეირანში ჩავიდა „ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის ახალი შეთანხმების გარშემო მოლაპარაკებებისთვის“.

„ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ. ყველაფერი მზადაა მოქმედებისთვის. მაგრამ მათთან ვსაუბრობთ, ამიტომ ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს ეს. ჩემი აზრით... ისინი ძალიან სერიოზულად არიან განწყობილნი. ასეც უნდა იყვნენ", - თქვა ტრამპმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ფორმატში მიმდინარეობს მოლაპარაკებები.


ცალკე კითხვაზე პასუხის გაცემისას, ბაღაეიმ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის სტატუსი „არანაირად” არ შეცვლილა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, კვირას, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო ჰორმუზის სრუტეში გავლის მცდელობისას ექვსი გემი გააჩერეს 24 საათის განმავლობაში გაფრთხილების შემდეგ.

  • შეერთებულმა შტატებმა ირანზე დარტყმები ივლისიდან განაახლა მას შემდეგ, რაც თეირანი დაადანაშაულა ივნისში ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევასა და ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემებზე თავდასხმაში.



ფორუმი

XS
SM
MD
LG