Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

The New York Times: ტრამპმა ირანთან ომის გამწვავება გადადო რაკეტების ნაკლებობის გამო

დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ ეტაპზე უარი თქვა ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის მკვეთრი ესკალაციის გეგმებზე რაკეტების დეფეციტის გამო.

ის სამხედრო მოხელეებმა გააფრთხილეს იგი ახლო აღმოსავლეთში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტებისა და სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემების მარაგების სწრაფი შემცირების საფრთხის შესახებ. ამის შესახებ იტყობინება The New York Times თეთრი სახლის წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მთავარ მრჩევლებთან და კაბინეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ. გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმა, გააფრთხილა ტრამპი, რომ ფართომასშტაბიანი დარტყმების განახლება თითქმის დანამდვილებით გამოიწვევს ირანის უფრო ძლიერ რეაქციას და მკვეთრად გაზრდის იორდანიაში, ქუვეითში, ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ამერიკული ბაზების დასაცავად საჭირო გამანადგურებლების მოხმარებას.

გაზეთის წყაროები ასევე იუწყებიან, რომ ადმინისტრაცია შიშობს ესკალაციის უფრო ფართო შედეგებს, მათ შორის სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირეების კონფლიქტში ჩართვას, ენერგორესურსების ფასების შემდგომ ზრდას, ეკონომიკურ კრიზისს და მიგრაციული ზეწოლის ზრდას. გარდა ამისა, ზოგიერთი ამერიკელი მოხელე ეჭვობს, რომ ახალი დარტყმები აიძულებს თეირანს დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს, რადგან მიაჩნია, რომ ისინი მხოლოდ გააძლიერებენ ირანის ხელმძღვანელობის შიდა ერთიანობას.

გამოცემის ცნობით, აპრილის ბოლოსთვის პენტაგონმა უკვე დახარჯა 1200-ზე მეტი Patriot-ის ტიპის რაკეტა, რომელთაგან თითოეულის ღირებულება ოთხ მილიონ დოლარს აჭარბებს და მას შემდეგ, სამხედრო შეფასებით, მარაგთან დაკავშირებული სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა.


მიუხედავად ტრამპის განცხადებებისა შემდგომი დარტყმებისთვის მზადყოფნის შესახებ, თეთრი სახლი ამჟამად განიხილავს ალტერნატიულ სცენარს, რომელსაც მხარს უჭერს მისი რამდენიმე მრჩეველი, მათ შორის ჯარედ კუშნერი. ეს გეგმა გულისხმობს ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ნაცვლად ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელებას ეკონომიკური ზეწოლასა და სანქციების ზრდასთან ერთად.

შეერთებულმა შტატებმა ირანზე დარტყმები ივლისიდან განაახლა მას შემდეგ, რაც თეირანი დაადანაშაულა ივნისში ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევასა და ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემებზე თავდასხმაში.

ომი ირანის წინააღმდეგ თებერვალში დაიწყეს აშშ-მა და ისრაელმა. აპრილში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შეთანხმებას მოჰყვა მემორანდუმი. ჰორმუზის სრუტის გავლით მსოფლიოს ბაზარზე ომამდე შეუზღუდავად გადიოდა მთელი მსოფლიოს ნავთობისა და აირის მეხუთედი. სრუტე ირანმა გადაკეტა ომის დაწყების შემდეგ. ვიწყო სატრანსპორტო გზას გეოგრაფიულად ომანი და ირანი იყოფენ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG