რუსეთის ჯარებმა 29-დან 30 ივლისის ღამით რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე.
სამხედრო ადმინისტრაციების მიერ სოციალური ქსელებით 30 ივლისს გამთენიისას გავრცელებული წინასწარი მონაცემებით, სარაკეტო შეტევის შედეგად კიევში სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა. ხანძარმა მოიცვა არასაცხოვრებელი შენობა. ქალაქ ლვოვში დაშავდა სულ მცირე ოთხი ადამიანი. დაზიანებულია ორი მრავალბინიანი სახლი. ხარკოვში დრონებით შეტევა იყო სამრეწველო ზონაზე.
- 29 ივლისს ღამით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალური ქსელებით გაავრცელა გაფრთხილება, რომ რუსეთისგან მორიგი მასირებული დარტყმაა მოსალოდნელი და მოქალაქეებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის სიგნალებს და თავშესაფრებში გადავიდნენ.
- რუსეთის მასირებულ შეტევას წინ უძღოდა უკრაინული დრონებით შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის რიაზანის და პერმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.
განახლება: 30 ივლისს დილით ცნობილი გახდა, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლია უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი-როგის რაიონშიც, სადაც სახლების ნგრევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი და რვა დაიჭრა. 30-მდე გაიზარდა ლვოვში დაშავებულთა რიცხვი.
ფორუმი