Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკავებენ გიგა ავალიანის მოსწავლეს, მსჯავრდადებულის შეყვარებულს, არასრულწლოვან ნ.ი.-ს - ადვოკატი

„რის საფუძველზე [აკავებთ]? რა წერია იმ განჩინებაში?!“ - ეკითხება არასრულწლოვანის დედა სახლში მისულ პოლიციას.
„რის საფუძველზე [აკავებთ]? რა წერია იმ განჩინებაში?!“ - ეკითხება არასრულწლოვანის დედა სახლში მისულ პოლიციას.

თბილისში ამ წუთებში, სავარაუდოდ, აკავებენ ახალგაზრდა პედაგოგის, ოქტომბერში ძალადობის შედეგად გარდაცვლილი გიგა ავალიანის ყოფილ მოსწავლეს, მთავარი მსჯავრდადებულის შეყვარებულს, არასრულწლოვან ნ.ი.-ს.

ინფორმაცია და კადრები არასრულწლოვანის ადვოკატმა გიორგი ლეკიშვილმა გაავრცელა.

რადიო თავისუფლება ცდილობს შსს-სგან ინფორმაციის მიღებას - მათ შორის, რა ბრალდებით აკავებენ ნ.ი.-ს.

ლეკიშვილის კადრებში ჩანს, რომ არასრულწლოვანის ოჯახის ბინაში პოლიციელები არიან, ანერვიულებული მშობლები კი მათ ხმამაღლა ესაუბრებიან.

„რატომ მიგყავთ ჩემი შვილი?“ - ეკითხება, სავარაუდოდ, დედა სამართალდამცავებს. პოლიცია მას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

„რის საფუძველზე [აკავებთ]? რა წერია იმ განჩინებაში?!“ - ეკითხება ის პოლიციას.

„გაეცნო ადვოკატი განჩინებას“, - ამბობს ერთ-ერთი პოლიციელი.

ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს განჩინებაში „ფორმალური რაღაცები წერია, არაფერი კონკრეტული“.

ამ არასრულწლოვანის დაპატიმრებას გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე თვეებია, ითხოვს, - რადგან მას თავის შვილზე თავდასხმის ორგანიზატორად მიიჩნევს, თუმცა ნ.ი.-ის ოჯახი ბრალდებებს უარყოფს.

  • მასწავლებელ გიგა ავალიანზე ძალადობის შემდეგ - რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა - სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, ჯამში, არაერთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული.
  • 28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს, თბილისში, თემქის დასახლებაში, 2025 წლის პირველ ოქტომბერს არასრულწლოვანები თავს დაესხნენ და იძალადეს. მან 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
  • გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ამბობს, რომ „საქმეს ბოლომდე მიიყვანს“, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხდართან კავშირში მყოფი ყველა პირის დაკავების პირობას დებს, მათ შორის ექიმების, პროკურორებისა და გამომძიებლების.
  • ნ.ი. არის ამ საქმეზე მთავარი მსჯავრდადებულის, არასრულწლოვანი ა.გ.-ის შეყვარებული. ის ავალიანის მოსწავლე იყო.
  • მთავარი მსჯავრდადებული დამნაშავედ ცნეს ჯანმრთელობისთვის ისეთი მძიმე დაზიანების მიყენებაში, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია.

განახლება: ნ.ი. დააკავეს. დაკავების შემდეგ ის კლინიკაში გადაიყვანეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG