„როდესაც დასაცავი პირი არ ასრულებს ადვოკატის ისეთ მითითებებს, რომელიც საქმისთვის აუცილებელია და წარმოადგენს დაცვის ეფექტური განხორციელებისთვის სტრატეგიის ნაწილს, ასეთ დროს ადვოკატი იძულებული ხდება ჩაეხსნას საქმეს, ვინაიდან ცალსახად იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი“, - დაწერა ლაშა კაპანაძემ ფეისბუკში.
18 ივლისს, როცა გიორგი ჭიღლაძემ „აგარანის მამულში“ მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ხელი დაარტყა, მისი ძმის ქორწილი მიმდინარეობდა. ამავე ქორწილის სტუმარი იყო ადვოკატი ლაშა კაპანაძე, რომელსაც ბრალდებულთან წლების მეგობრობა აკავშირებს.
გიორგი ჭიღლაძეს მედიისთვის კომენტარი არცერთ ეტაპზე არ გაუკეთებია, არც მაშინ, როცა გირაოთი გაათავისუფლა თელავის რაიონულმა სასამართლომ.
„მე ყოველთვის ვეკონტაქტები მედიას და ვფიქრობ საჭიროა“, - უთხრა ადვოკატმა რადიო თავისუფლებას, რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნებულ პოსტში კი დაწერა „Მე და მარიამს გვსურს კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ქართველ ხალხს და ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგნენ და მათი დიდი წვლილია შეტანილი იმაში, რომ გიორგი თავისუფალია“.
მან არ ისურვა ესაუბრა, კონკრეტულად რა გახდა მიზეზი, რის გამოც აღარ იცავს გიორგი ჭიღლაძეს. ბრალდებულთან დაკავშირებას ცდილობს რადიო თავისუფლება - პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
რა მოხდა თელავის სასტუმროში:
- თელავის სასტუმრო „აგარანის მამულში“ ქორწილის სტუმრებსა და უცხოელ ქალებს შორის დაწყებული შელაპარაკება ძალადობაში გადაიზარდა - სოციალურ ქსელებში ატვირთულ ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს გიორგი ჭიღლაძე ქალს სახეში მუშტს.
- 18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ გამართული ქორწილი სტუმრებსა და სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის დაპირისპირებით დასრულდა. ისინი რუსეთიდან იყვნენ ჩამოსული.
- სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, რომლის პირველივე კადრზეა წარწერა რუსულად - „საქართველოში კაცები ნომერში უცვივდებიან გოგოებს და სცემენ მათ რუსულად საუბრის გამო“ - ჩანს, როგორ ურტყამს კაცი ქალს სახეში მუშტს.
- პოლიციამ იმავე დღეს გიორგი ჭიღლაძე დააკავა, იულია ნესტერიუკი კი კლინიკაში გადაიყვანეს;
- სასამართლოს სხდომის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე გიორგი ჭიღლაძის სახელით გამოქვეყნდა პოსტი „ფეისბუკში“, რომელშიც ეწერა: „ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო, მაგრამ ამის განზრახვა არ მქონია. ყველა ადამიანს შეიძლება კონფლიქტის დროს ჩადენილ ნებისმიერ უნებლიე ქმედებაც კი ძვირად დაუჯდეს ამიტომ, გთხოვთ და ყველას მოგიწოდებთ: ეცადეთ, არ წამოეგოთ პროვოკაციას და ნუ იმოქმედებთ თქვენი შეურაცხყოფით გამოწვეული წამიერი აღელვების ნიადაგზე“;
- 21 ივლისს 5000-ლარიანი თელავის სასამართლომ გირაო შეუფარდა თელავის სასტუმრო „აგარანის მამულში“ მომხდარის გამო დაკავებულ ახალგაზრდა კაცს.
ფორუმი