„UEFA აქტიურად განიხილავს სამართლებრივი დავის დაწყებას, რომელიც გამომდინარეობს და უკავშირდება... FIFA-ს მიერ შეთავაზებულ გეგმას“, — ნათქვამია იურიდიულ დოკუმენტში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის სასამართლოში უნდა იქნას წარდგენილი და რომელიხ AFP-მ მოიპოვა.
დოკუმენტი წარმოადგენს მოთხოვნას მტკიცებულებების შეგროვების ნებართვაზე შვეიცარიაში შესაძლო სისხლის სამართლებრივი საჩივრისთვის, სადაც როგორც UEFA-ს, ისე მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს, FIFA-ს სათავო ოფისები მდებარეობს.
„უფრო კონკრეტულად, UEFA და სხვა დაინტერესებული მხარეები ემზადებიან ინფანტინოს და, შესაძლოა, FIFA-ს სხვა ოფიციალური პირებისა და მრჩევლების წინააღმდეგ, შვეიცარიაში სისხლის სამართლებრივი სარჩელის წარსადგენად შვეიცარიის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული “მართვაში გულგრილობის” გამო“, — ნათქვამია დოკუმენტში.
UEFA-მ — რომლის მუქარამაც მსოფლიო ჩემპიონატების ბოიკოტირების შესახებ, საყოველთაო შეფასებით, გადამწყვეტი როლი ითამაშა ინფანტინოს დამამცირებელ უკანდახევაში წინადადების წამოყენებიდან სულ რამდენიმე დღეში — წარმოადგინა იმ დოკუმენტების ვრცელი სია, რომლებზე წვდომასაც ითხოვდა და რომლებიც ეხებოდა FIFA Forward Enterprise (FFE)-ის გეგმის წინაპირობებსა და ისტორიას.
სატმე ეხება შეხვედრას, რომელიც გასულ თვეში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინა დღეს ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა და რომელსაც FIFA-ს რამდენიმე მაღალი რანგის დირექტორი ესწრებოდა, სადაც მათ, New York Times-ის ცნობით, გეგმის დეტალები გააცნეს.
გაზეთის ინფორმაციით, იქ დამსწრე ხუთი დირექტორიდან ორმა უარი თქვა დოკუმენტზე ხელის მოწერაზე — მათგან ერთ-ერთი იყო ოპერაციული დირექტორი კევინ ლამური, რომელმაც მას შემდეგ FIFA დატოვა.
UEFA ითხოვს მასალებს FIFA Americas-სგან და FWC2026-სგან, რომლებიც ეხება FFE-ის მმართველობასა და წინადადების შიდა დამტკიცების პროცესს, მათ შორის ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც წარდგენილი იყო FIFA-ს საბჭოსთვის, FIFA-ს კონგრესისთვის, FIFA-ს ბიუროსთვის ან FIFA-ს მმართველი საბჭოსთვის, — ნათქვამია დოკუმენტში.
თუკი UEFA წარმატებით მოიპოვებს დმასალებზე წვდომას, იგი გეგმავს საჩივრის შეტანას შვეიცარიაში და აცხადებს, რომ მიიღო დადასტურება იმის შესახებ, რომ იგი აკმაყოფილებს შვეიცარიის სასამართლოში საქმის განხილვისთვის საჭირო მოთხოვნებს.
ფორუმი