7 სექტემბერს სატელეფონო საუბარში ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს „ეკონომიკური, სავაჭრო და ჰუმანიტარული მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის თემატური დეტალები“.
„მიღწეული იქნა შეთანხმება ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა დონეზე გაღრმავების შესახებ“, - წერენ პრეზიდენტების ადმინისტრაციები.
გასულ კვირას ალიევიც და პუტინიც იმყოფებოდნენ ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, სადაც „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტი გაიმართა.
ამავე სამიტზე პუტინს დაძაბული შეხვედრა ჰქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.
2026 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში კი აზერბაიჯანსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური დაძაბულობის მორიგი რაუნდი დაიწყო.
ბაქომ 17 აგვისტოს „ანტიაზერბაიჯანული განცხადებების“ გამო რუსეთის სამთავრობო მედიაში დასაქმებულ სამ ადამიანზე ძებნა გამოაცხადა, რასაც იმავე დღეს მოსკოვის მხრიდან აზერბაიჯანული სათვისტომოს ხელმძღვანელის გაძევება მოჰყვა.
მოგვიანებით, 18 აგვისტოს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიბარეს რუსეთის ელჩი მიხაილ ევდოკიმოვი და მასთან შეხვედრისას „სერიოზული პროტესტი“ დააფიქსირეს.
ამასთან, 2026 წლის ზაფხულში მოსკოვის კრიტიკა გამოიწვია ბაქოს პოზიციამ უკრაინის ომთან დაკავშირებით.
ფორუმი