Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შეიძლება ალგორითმმა მთელი შენი ცხოვრების საფიქრალი შეცვალოს“ - ახალგაზრდები და პოლიტიკა - გიორგი ჯავახიშვილი


გადმოწერა

“ფრაგმენტირებული კონტენტით შემოსაზღვრული მოზაიკა ვართ” - ასე აღწერს ისტორიკოსი გიორგი ჯავახიშვილი მის თაობას, ანუ დღევანდელ ახალგაზრდებს. ახალგაზრდებზე საუბარს ბიძგი მისცა სერბეთის არჩევნებში “სტუდენტური სიის” გამარჯვებამ, რითიც დასრულდა ალექსანდარ ვუჩიჩის პარტიის 14 წლიანი მმართველობა.

“გამოკითხვაში” სერბეთის არჩევნები და საფრანგეთის საპროტესტო გამოსვლები მხოლოდ ფონია - ფოკუსი ქართველ ახალგაზრდებზე გვაქვს, რომლებიც ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც Gen-Z-ის ძალა აჩვენეს პროტესტებში. მათი დიდი ნაწილი ისევე მოულოდნელად გაქრა ქუჩიდან, როგორც გამოჩნდა. გიორგი ამბობს, რომ როცა ავტორიტარიზმი ახალგაზრდების აწმყოში გაჭედვას და არსებული ვითარების “ნორმალიზაციას” ცდილობს, მათ გულს ის მოიგებს, ვინც მათ მომავალზე დაელაპარაკება.

“საქართველოში შეიძლება ძალაუფლება ქუჩაში ეგდოს, ტალახიან, გადათხრილ რუსთაველზე და მას ჩაბღაუჭება ჭირდება”- ამბობს ის და წინა წლებში განიავებულ სოციალურ და პოლიტიკურ კაპიტალზე პასუხისმგებლად მიიჩნევს “პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებმაც ვერ დაინახეს რამდენად დიდი იყო ცვლილებების [სურვილის] მასშტაბი”.

ფორუმი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG