Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რაც უნდა მაგარი იყო, მაინც გეტყვიან, რომ ქალი ხარ“, - ფეხბურთელი ეკა ხარაიშვილი - გამოკითხვა


გადმოწერა

„მიუხედავად იმისა, რომ ქალები სოლიდარულები ვართ ხოლმე, მაინც შევეჩვიეთ ჩაგვრას, ბულინგს, შეიმინგს და თუნდაც ფსიქოლოგიურ ძალადობას, შევეჩვიეთ რომ ვიღასაც თუ უსამართლოდ ექცევიან, ჩვენ ჩუმად უნდა გავაპროტესტოთ" - ამბობს ფეხბურთელი და სერტიფიცირებული მწვრთნელი ეკა ხარაიშვილი “გამოკითხვაში”.

საუბრის ფონია ქალთა ეროვნული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელის სარჩელი მისი ყოფილი კლუბის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ და გაუპატიურების ბრალდება, რომელიც მოსამართლე გიორგი არევაძემ უსაფუძვლოდ მიიჩნია და კაცი 9 თვიანი პატიმრობის შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლა.

ეკა ამბობს, რომ მისთვისაც მოულოდნელი იყო ქალი ფეხბურთელების სოლიდარობა. „ხანდახან ყველაზე ჩუმი პროტესტი ყველაზე დიდ ამბად იქცევა ხოლმე“ - ასე აფასებს ის „ლანჩხუთის“ ჩაშლილ თამაშს „ნიკე-ლუსოსთან“, სწორედ იმ გუნდთან, რომელშიც ძალადობის ფაქტზეც საუბრობენ ქალთა ფეხბურთში.

ფორუმი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG