ცნობილი საპროტესტო სიმღერა „ოლა ოლა“-ს ინტერპრეტირებული ვერსია მომღერალმა 8 ოქტომბერს განათავსა სოციალურ ქსელში, სამართალდარღვევის ოქმი კი ამ პოსტზე 21 ოქტომბერს შეადგინა შსს- სიძულვილთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომელმა თამარ რეზესიძემ.
„ოლე ოლა“ არის სიმღერა, რომელიც შეიცავს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ გინებას [„ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“], დემონსტრაციებზე და პროტესტის მხარდამჭერების მხრიდან 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ ის ხშირად ჟღერდება - ამ დღეს „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლამდე აღარ დააყენებდნენ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, რამაც ხალხმრავალი პროტესტი გამოიწვია.
შინაგან სამეთა სამინისტრომ საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო - ეს დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3 000 ლარამდე ან პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
- ბათილაშვილის დაცვის მხარე ამბობს, რომ სიმღერის გამო მომღერლის სამართალდამრღვევად განხილვა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რომელიც არა მხოლოდ გამოხატვის, არამედ შემოქმედებით თავისუფლებასაც იცავს;
- შსს-ს წარმომადგენელთა პოზიციით, სიმღერა „ოლა ოლა“, როგორც უწმაწური სიტყვების შემცველი ნაწარმოები, შეურაცხმყოფელია როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ისე კონკრეტულად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის. შსს-მ სასამართლოს მოქალაქეთა მიმართვები წარუდგინა, სადაც მათი თქმით, ამ სიმღერის გამო მომხდარ უთანხმოებებზეა შეტყობინებები გაკეთებული.
ადვოკატის კითხვაზე, კონკრეტულად რა ქმედებაა მომღერლის მხრიდან სამართალდარღვევად მიჩნეული, სიმღერის ჩაწერა, ვიდეოს გადაღება თუ მისი განთავსება სოციალურ ქსელში, შსს-ს პოზიციაა „ვიდეოს ატვირთვა სოციალურ ქსელში“.
დისკრედიტაცია და თავდასხმები „ოლე ოლას“ სიმღერის გამო
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გასაპროტესტებლად ინტერპრეტირებული „ოლა ოლა“-ს სიმღერის შესრულებას სახელისუფლებო პარტიაში მწვავედ რეაგირებენ, პროსახელისუფლებო მედია კი მათ დისკრედიტაციას ეწევა.
მიმდინარე წლის სექტემბერში სახელისუფლებო პარტიის ლიდერები და მათთან აფილირებული ტელევიზიები მუსიკოს KORDZ-ის წინააღმდეგ მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც შეიტყვეს, რომ დანიის კულტურის ინსტიტუტი გორში კონცერტს/ფესტივალს აორგანიზებდა, რომლის მონაწილეც ალექსანდრე კორძაია უნდა ყოფილიყო.
ფესტივალი 26 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა სამი დღით ადრე, 23 სექტემბერს ღონისძიების გაუქმების შესახებ გახდა ცნობილი. ორგანიზატორებმა „კამარა ფესტივალის“ გაუქმების მიზეზად დაასახელეს „უსაფრთხოების“ საკითხი.
- რამდენიმე თვით ადრე, 2026 წლის 9 ივლისს მას თავს დაესხნენ.
- უფრო ადრე, 2025 წლის 4 მარტს თავს დაესხნენ საპროტესტო აქციების მონაწილე დავით გაბუნიას, რომელიც ვანო თარხნიშვილთან ერთად უკრავს ბენდში „გამოუვალი მდგომარეობა.
ფორუმი