რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზის საიუველირო მაღაზიიდან მძარცველებმა მილიონ ევროზე მეტი ღირებულების საქონელი წაიღეს

პარიზის პოლიციის ცნობით, მძარცველები შეიარაღებული იყვნენ, თუმცა ცეცხლი არ გაუხსნიათ და არავინ დაშავებულა.
პარიზის პოლიციის ცნობით, მძარცველები შეიარაღებული იყვნენ, თუმცა ცეცხლი არ გაუხსნიათ და არავინ დაშავებულა.

შეიარაღებულმა მძარცველებმა 12 ნოემბერს პარიზში De Beers-ის საიუველირო მაღაზიიდან ერთ მილიონ ევროზე მეტი ღირებულების საქონელი გაიტაცეს და მიიმალნენ, განუცხადეს AFP-ს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და პოლიციის წყარომ.

გრძელლულიანი იარაღით შეიარაღებულმა ეჭვმიტანილებმა ქალაქის მე-2 რაიონში მდებარე მაღაზიაზე თავდასხმა დაახლოებით დილის 11:00 საათზე მოაწყვეს.

პარიზის პოლიციის ცნობით, მძარცველები შეიარაღებული იყვნენ, თუმცა ცეცხლი არ გაუხსნიათ და არავინ დაშავებულა.

პოლიციის წყარომ ზარალი ერთ მილიონ ევროზე მეტად შეაფასა, რითაც დაადასტურა ფრანგული მაუწყებლის, Europe 1-ის მიერ მანამდე გავრცელებული ცნობა.

იმავე წყაროს თანახმად, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა, ითვლება, რომ ნიღბიანი ოთხი ეჭვმიტანილი, რომელთაგან ერთი საიერიშო შაშხანით იყო შეიარაღებული, მოტოციკლებით ავტომაგისტრალის
მიმართულებით მიიმალა.

პარიზის პოლიციამ განაცხადა, რომ დამნაშავეთა კვალზე გასასვლელად მნიშვნელოვანი რესურსებია მობილიზებული.


ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებამ გამოძიება დაიწყო „ორგანიზებული ბანდის მიერ ჩადენილი შეიარაღებული ძარცვის“ მუხლით, განაცხადეს პროკურატურაში.

სამრეწველო გიგანტი, De Beers Group-ი - ბრიტანული მრავალეროვნული კორპორაცია - მოიპოვებს, ამუშავებს და ვაჭრობს აფრიკის ქვეყნებში მოპოვებული ბუნებრივი ალმასით.

​
XS
SM
MD
LG