Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გეგმით, 90 დღე გასტანს ლიბიაში ფრენის აკრძალვის მისია


ნატოს ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ, ალიანსის შეფასებით, სამი თვე გასტანს ლიბიაში ფრენის აკრძალვის ოპერაცია, რომელსაც ნატო მოექცევა სათავეში. ფრენისათვის აკრძალულ ზონაზე ზრუნვის მისია, რომელიც ხუთშაბათს დაამტკიცეს ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა, მომავალი კვირის დასაწყისში ამოქმედდება. ნატოს პრესმდივნის განცხადებით, ალიანსი ვარაუდობს, რომ მისია 90-დღიანი იქნება, თუმცა, შესაძლოა, უფრო ხანგრძლივი იყოს, ან პირიქით, ნაკლები დრო გასტანოს. ლუნგესკუს განმარტებით, სამხედრო სარდლობა ნატოს ხელში იქნება, ლონდონში სამშაბათისთვის დანიშნული საერთაშორისო კონფერენცია კი ლიბიაში მოქმედების პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავს. აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, კოალიციის ჯარებმა ბოლო დღე-ღამის მანძილზე 153 საჰაერო რეიდი განახორციელეს მუამარ კადაფის არტილერიის, მექანიზებული ძალებისა და სარდლობისა და კონტროლის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. დღეს ხმამაღალი აფეთქებები ისმოდა ტრიპოლის სამხრეთ უბნებში.
XS
SM
MD
LG