Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში მილიციამ არ დაუშვა დემონსტრაციის გამართვა


ბელორუსიის მილიციამ, გავრცელებული ინფორმაციით, ძალა გამოიყენა ოპოზიციის ასობით აქტივისტის წინააღმდეგ, რომლებიც მინსკში საპროტესტო აქციის გამართვას ცდილობდნენ. საინფორმაციო სააგენტო ასოშიეიტიდ პრესი უფლებადამცველ ჯგუფ "ვიასნის" ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ათობით დემონსტრანტი სცემეს და, სულ ცოტა, 50 დააკავეს. ოპოზიცია საგანგებო აქციებით აღნიშნავს ხოლმე 25 მარტს - იმ დღეს, როცა ბელორუსიამ 1918 წელს რუსეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მთავრობა კრძალავს ასეთ აქციებს.
XS
SM
MD
LG