Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში შვიდი სამოქალაქო პირი დაიღუპა ნატოს საჰაერო დარტყმის შედეგად


ავღანეთში სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა ნატოს საჰაერო იერიშს. სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორ მოჰამად გულაბ მანგალის განცხადებით, შვიდი სამოქალაქო პირი დაიღუპა პარასკევს ორ ავტომანქანაზე ნატოს ვერტმფრენით განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ალიანსი ადასტურებს ინციდენტს და აცხადებს, რომ იერიში, გეგმით, თალიბების ავტომანქანების წინააღმდეგ იყო მიმართული. როგორც ჰელმანდის გუბერნტორი ამბობს, იერიშის შედეგად დაღუპული სამოქალაქო პირები, მათ შორის სამი ბავშვი, იმყოფებოდნენ ავტომაქანაში, რომელიც ნატოს მიერ მიზანში ამოღებული ავტომაქანების მახლობლად მოძრაობდა. ალიანსის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG