Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო აკრიტიკებს საპრეზიდენტო არჩევნებს ყაზახეთში


ევროპის უმთავრესმა საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფმა გააკრიტიკა ყაზახეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები. ეუთოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნების დროს გამოვლინდა „იგივე ნაკლოვანებები, რაც ქვეყანაში წინა არჩევნებზე დაფიქსირდა.“ ყაზახეთში კვირას გამართულ არჩევნებში გამარჯვება კვლავ მოიპოვა ქვეყნის ერთპიროვნულმა მმართვემა ნურსულთან ნაზარბაევმა, რომელმაც ხმათა 95.5 პროცენტი მიიღო და ქვეყანას კიდევ ხუთი წლის ვადით უხელმძღვანელებს. არჩევნებზე ეუთოს სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელმა დაან ევერტსმა განაცხადა, რომ „რეფორმები, რომელმაც შეჭმარიტად თავისუფალი არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველჰყოს, ყაზახეთს ჯერ კიდევ გასატარებელი აქვს.“
XS
SM
MD
LG