Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ივანოვი ვაშინგტონს ეკონომიკური კავშირების განმტკიცებისკენ მოუწოდებს


რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის „გადატვირთვის“ პოლიტიკის შემდგომ ნაბიჯად ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესება უნდა იქცეს, - ამის თაობაზე რუსეთის ვიცე-პრემიერ მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა. ნიუ იორკში ორშაბათს გამართულ საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას სერგეი ივანოვმა ყურადღება შეაჩერა ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. თუმცა, რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის თქმით, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა ვერ ჩაითვლება მტკიცედ, ვიდრე არ არებობს მყარი ეკონომიკური კავშირები. ივანოვმა სამარცხვინო უწოდა იმ ფაქტს, რომ რუსეთსა შეერთებულ შტატებს შორის ვაჭრობის მოცულობა მხოლოდ 23.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო რუსეთი ვაშინგტონის სავაჭრო პარტნიორების ოცეულშიც კი არ შედის.
XS
SM
MD
LG