Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ სირიაში ძალადობას კვლავ მოჰყვა მსხვერპლი


სირიიდან მოსული ცნობების თანახმად, ძალადობის ბოლო შემთხვევებს სულ მცირე ოთხი დემონსტრანტის და უსაფრთხოების ძალების ცხრა წევრის სიკვდილი მოჰყვა. თვითმხილველების ცნობით, სავარაუდოდ მთავრობის მომხრე შეიარაღებულმა პირმა კვირას საპორტო ქალაქ ბანიასში ოთხი დემონსტრანტი დახოცა აქციაზე, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იმართებოდა. ამავდროულად, სირიის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს ცნობას, რომ ბანიას სიახლოვეს უსაფრთხოების ძალების ცხრა წევრს შეიარაღებული ჯგუფი დაესხა თავს და ისინი დახოცა. ცნობების გადამოწმება არ ხერხდება, რადგან სირიის მთავრობამ ვითარების გაშუქებაზე მკაცრი შეზღუდვები დააწესა. ბევრ უცხოელ ჟურნალისტს ქვეყანა დაატოვებინეს. სირიაში მღელვარება უკვე მეოთხე კვირაა გრძელდება. მთავრობა ამას შეიარაღებულ ჯგუფებს აბრალებს. უფლებადამცველების განცხადებით, დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა ძალიან დიდია.
XS
SM
MD
LG