Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის ლიდერზე ფილმი გადაიღეს


ყაზახეთის ლიდერ ნურსულთან ნაზარბაევის ახალგაზრდობაზე ფილმი გადაიღეს. სურათი სახელწოდებით „ჩემი ბავშვობის ცა“ დღეს გამოვიდა ყაზახეთის კინოეკრანებზე. თავად ნაზარბაევი ფილმში ეპიზოდურად ჩნდება, მისი ბავშვობის სხვადასხვა პერიოდს კი სამი მსახიობი ასახიერებს. ფილმში ნაზარბაევი მხიარულ და აზრიან ბავშვად არის ნაჩვენები, რომელიც გაჭირვებაში, მწყემსის ოჯახში იზრდება. ნურსულთან ნაზარბაევი თითქმის 20 წელია ყაზახეთის ლიდერია. მიმდინარე თვეში მან საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 95 პროცენტით გაიმარჯვა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები გააკრიტიკეს - განაცხადეს, რომ ბიულეტენების ჩაყრა ხდებოდა, ბევრ ამომრჩეველს კი ხმის მიცემა აიძულეს.
XS
SM
MD
LG