Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში სულ ცოტა სამი მომიტინგე დაიღუპა პოლიციასთან შეტაკებისას


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, სულ ცოტა სამი მომიტინგე დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა პოლიციასთან შეტაკებისას საპროტესტო აქციაზე, რომელიც მიმართული იყო პროვინცია პარვანში მეამბოხეობაში ეჭვმიტანილის დაპატიმრების წინააღმდეგ. დღესვე რამდენიმე ათასმა ადამიანმა დემონსტრაცია გამართა პროვინციის დედაქალაქ ჩარიკარში მას მერე, რაც ნატოს ეგიდით მოქმედმა საერთაშორისო კონტინგნეტმა დააპატიმრა სამი მამაკაცი - როგორც იტყობინებიან, ადგილობრივი რელიგიური ლიდერები. საერთაშორისო კონტინგენტის ცნობით, კვირას დაპატიმრებულთაგან ორი უკვე გათავისუფლებულია, მაგრამ ერთი ჯერ კიდევ დაკავებული ჰყავთ. პროვინციის ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარემ, აჰმად ზაქი ზაჰიდმა განაცხადა, რომ შეტაკებისას სამი უცხოელი ჯარისკაცი დაშავდა.
XS
SM
MD
LG