Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაულ კასტრო კუბის ლიდერი გახდა


კუბის კომუნისტური პარტიის პირველ მდივნად დაინიშნა რაულ კასტრო. დაარსების დღიდან პირველად, პარტიის პირველ პირთა შორის არ მოხვდა ფიდელ კასტრო. ამასთან, განახლების თაობაზე დაპირების მიუხედავად, კუბის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში ადგილები ვერ მოიპოვეს ახალგაზრდებმა. პარტიის მეორე მდივანი გახდა ხოსე რამონ ვენტურა. ყრილობაზე ფიდელ კასტრო მხოლოდ მცირე ხნით გამოჩნდა. დელეგატები მას მქუხარე და ხანგრძლივი აპლოდიმენტებით შეხვდნენ.
XS
SM
MD
LG