Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური რვიანი დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა


დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ოპოზიციური „რვიანის“ წევრებმა იმსჯელეს ქვეყანაში საარჩევნო გარემოს შეცვლის საკითხებზე. შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ ვახტანგ ხმალაძემ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ელჩები კარგად არიან ინფორმირებული საარჩევნო ინიციატივებზე და ამჟამად მათი ინტერესის საგანია ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების პერსპექტივა. „მათ ერთმნიშვნელოვნად გამოხატეს საკუთარი პოზიცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში აუცილებელია შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც გაისად სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს“ - გვითხრა ხმალაძემ. მისივე თქმით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მხარეებს შეხვედრების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ. საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად მმართველი ნაციონალური მოძრაობისა და ოპოზოციური პარტიების მოლაპარაკება მარტის შუა რიცხვებიდან შეჩერდა მას შემდეგ, რაც მხარეები ვერ შეთანხმდნენ ამომრჩეველთა სიისა და საარჩევნო სისტემის საკითხებზე. ამასთან, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები ადასტურებენ მზადყოფნას, გააგრძელონ კონსულტაციები. თუმცა, კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით გაურკვეველია.
XS
SM
MD
LG