Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 266 მსჯავრდებული შეიწყალეს


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 266 მსაჯვრდებული შეიწყალა. როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 266 მსჯვარდებულიდან 227 მსჯავრდებული საპატიმროებს დღესვე დატოვებს, 24 სასჯელის ვადა გაუნახევრდა, ორს პირობითი მსჯავრი მოეხსნა, 13-ს კი სასჯელის ვადა შეუმცირდა. მინისტრმა განაცხადა, რომ შეწყალებულ მსჯავრდებულებს შორის 12 ქალია და არასრულწლოვანი არცერთი არ არის.
XS
SM
MD
LG