Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი სოხუმში "რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებს” განიხილავს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს სოხუმს სტუმრობს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერის, სერგეი შამბას ინფორმაციით, ლავროვი "რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებას განიხილავს". შამბამ ასევე თქვა, რომ ”აფხაზეთსა და რუსეთს შორის მხოლოდ მცირე ხნის წინ დაიწყო სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ჩამოყალიბება და ბევრი საკითხის მოწესრიგებაა საჭირო". შამბამ დასძინა, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთთან რაიმე სახის კონფლიქტი არსებობს.
XS
SM
MD
LG