2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მას მერე, რაც რუსეთმა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა, მოსკოვმა 150 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება აღმოუჩინა სოხუმს. მაგრამ, ფოტოკორესპონდენტ ანტონი გეორგიევის თანახმად, რესპუბლიკას არ ეტყობა აღმშენებლობის კვალი.
აფხაზეთი ფოტორეპორტიორის თვალით
11
Apple-ის დისტრიბუტორი სოხუმში.
12
კაცები ჭადრაკს თამაშობენ სოხუმის მიტოვებულ ნავმისადგომთან.
13
სამართალდამცველები გალის ბაზრის მახლობლად.
14
სამარშრუტო ტაქსი ხშირად ერთადერთი ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტია როგორც სოხუმში, ისე მის გარეთ.
15
სამარშრუტო ტაქსების მძღოლები შესვენებისას. მძღოლები ხშირად მართავენ გაფიცვებს სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების მომატების მოთხოვნით.
16
ქალი რუსულ სიგარეტს ყიდის სოხუმის ცენტრში. რუსული რუბლი დე ფაქტო ვალუტაა აფხაზეთში.
17
სოხუმის ცენტრალური სარკინიგზო სადგური.
18
გოგონები ძაღლს ასეირნებენ საბჭოთა პერიოდის მიტოვებულ სამთავრობო შენობასთან. ამ რაიონში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა 1992-1993 წლების კონფლიქტის პერიოდში.