2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მას მერე, რაც რუსეთმა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა, მოსკოვმა 150 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება აღმოუჩინა სოხუმს. მაგრამ, ფოტოკორესპონდენტ ანტონი გეორგიევის თანახმად, რესპუბლიკას არ ეტყობა აღმშენებლობის კვალი.
აფხაზეთი ფოტორეპორტიორის თვალით
1
საბჭოთა პერიოდში სოხუმის ნავმისადგომში რესტორანი და კაფე იყო. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ის მიტოვებულია.
2
ხალხი სოხუმის ნავმისადგომს ათვალიერებს.
3
სოხუმი, რომელიც ერთ დროს საბჭოთა ელიტისა და საბჭოთა მშრომელთა საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო, 1992-1993 წლების ომის შედეგად დანგრეული შენობებითაა აღბეჭდილი.
4
ადგილობრივი მოსახლეობის თანახმად, აფხაზეთის ზოგიერთ ნაწილში უმუშევრობა 80%-ს აღწევს.
5
ქალს ყვავილები მიაქვს ომში დაღუპულის საფლავზე. ომის შემდეგ სოხუმის ერთ-ერთი მოედანი სასაფლაოდ გადაკეთდა.
6
აფხაზეთის ეკონომიკის 70% რუსეთიდან ჩასულ ტურისტებზეა დამოკიდებული. წელიწადში ერთ მილიონამდე ტურისტი ჩადის აფხაზეთის ზღვისპირა რაიონებში.
7
ავტობუსის გაჩერება სოხუმის ცენტრში.
8
ქალები ტრანსპორტს უცდიან მდინარე ენგურზე გადასასვლელად, რომელიც აფხაზეთს დანარჩენი საქართველოსგან ყოფს.
9
ზოგნი ფეხით გადადიან ხიდზე. აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის საზღვარს რუსეთის ჯარისკაცები იცავენ.
10
დასავლური ნაწარმის მაღაზია.