Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგრარული სექტორი არასახარბიელოდ ვითარდება


აგრარული სექტორი, ბოლო ორი წელია, არასახარბიელოდ ვითარდება – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამმართველოში 17 იანვარს, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, ფერმერებსა და მრჩეველთა საბჭოსთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. ღონისძიების მიზანი ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნო ექსტენციის სტრატეგიის გაცნობა და პრიორიტეტების განსაზღვრა იყო, რომელიც რეგიონის ექსტენციის სტრატეგიასა და სამოქალაქო გეგმაში აისახება.

გადმოწერა

შეხვედრაზე იმ გზებისა და მიმართულებების შესახებ ისაუბრეს, რომელთა მეშვეობითაც, ფერმერთა აზრით, აგრარულ სექტორში შეიძლება ვითარება გაუმჯობესდეს. იმაზე, თუ როგორი მდგომარეობაა საქართველოში სოფლის–მეურნეობის კუთხით და რატომ არის მნიშვნელოვანი მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ფერმერებთან, საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ილაპარაკა.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად ემთხვევა ერთმანეთს სამინისტროს პრიორიტეტები და ფერმერთა მოთხოვნები, რა შედეგს იძლევა მსგავს შეხვედრებზე აგროსექტორის განვითარების ირგვლივ დისკუსია და როგორია სახელმწიფოს როლი.

აღმოჩენილი სავარაუდო პარტნიორები, გაცვლილი საკონტაქტო ინფორმაცია და მსგავსი დისკუსიების საჭიროება – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც გამართული შეხვედრის შემდეგ ამახვილებენ ყურადღებას ფერმერები. მონაწილეთა განმარტებით, მსგავსი შეხვედრები და საჭიროებების განხილვა მომავალშიც უნდა გაიმართოს. შეხვედრა შვეიცარიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ჩატარდა.

XS
SM
MD
LG