Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგროდაზღვევა საქართველოში


ავტორი: ირინა გურული

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს 300 ათასი ფერმერიდან აგროდაზღვევით 16 ათასამდე ადამიანი სარგებლობს. მთლიანობაში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას ფერმერების მხოლოდ 5 % იყენებს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ცნობით, 2014 წელს, 2016 წელთან შედარებით, აგროდაზღვევით 5 000 ბენეფიციარით მეტი სარგებლობდა, ბენეფიციარების შემცირება კი სახელმწიფო სუბსიდიის კლებამ გამოიწვია, თუმცა მიზეზებს შორის ექსპერტები აგროდაზღვევის შესახებ ფერმერების ინფორმირებულობის დაბალ დონესა და ზარალის შეფასების სისტემის გაუმართაობაზე საუბრობენ.

აგროდაზღვევა საქართველოში
please wait

No media source currently available

0:00 0:02:28 0:00
გადმოწერა

აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას.

პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ-სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, რომელიც, პროგრამის განხორციელების მიზნით, ხელშეკრულებებს აფორმებს საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიცენზირებულ შესაბამის სადაზღვევო კომპანიებთან და ამ ხელშეკრულებების საფუძველზე ახდენს სადაზღვევო პრემიის სუბსიდირებას და მათ მონიტორინგს.

დაინტერესებულ ბენეფიციარებს სადაზღვევო პოლისის შეძენა შეუძლიათ საქართველოში მოქმედ 5 სადაზღვევო კომპანიაში: „ალდაგი“, „ჯი პი აი ჰოლდინგი“, „აი სი ჯგუფი“, „არდი ჯგუფი“, „უნისონი“.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის) - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.

2016 წელს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი (მარცვლეული კულტურის შემთხვევაში - 30 ჰა.) თითოეული დამზღვევი 70 %-იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე - 50 %-ს. მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში ან უკვე არსებული საკადასტრო კოდით დაზღვევისას თანადაფინანსება არსებულზე 10 %-ით მეტი იქნება.

2016 წელს იმოქმედებს მინიმალური და მაქსიმალური სადაზღვევო ტარიფები. ხელისუფლებაში ვარაუდობდნენ, რომ აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სადაზღვევო კომპანიებს შორის კონკურენციის ამაღლებას და მათი მხრიდან სადაზღვევო რისკების სწორად შეფასებას.

XS
SM
MD
LG