Accessibility links

აჰმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა


21-22 ნოემბერს ბერ გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის მსვლელობისას ლიკვიდირებულ პირებს შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია. სუსის ინფორმაციით, ჩატაევმა თავი აიფეთქა. დაუდგენელია სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული კიდევ ორი პირის ვინაობა, დაკავებული პირი კი საედ დუდაევია. ჯერ ისევ პასუხგაუცემელია შეკითხვები: რას გეგმავდა დანაშაულებრივი ჯგუფი, ჰყავს თუ არა მას მოკავშირეები და როგორ შემოაღწია საქართველოს ტერიტორიაზე აჰმედ ჩატაევმა - „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში ჩაბმულმა პირმა, რომელიც აშშ-ის მიერ ტერორისტთა სიაშია შეყვანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG