Accessibility links

ნაირა გოგუა აფხაზეთიდან დევნილია. 24-წლიანი ლოდინის შემდეგ მან გორში ბინა მიიღო და ეს დღე არასოდეს დაავიწყდება. ბინების განაწილების პროცესს ის შვილიშვილთან, ახალშობილ მარიამთან, ერთად დაესწრო.

please wait

No media source currently available

0:00 0:03:34 0:00
Direct link

გორში, კომბინატის დასახლებაში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ორი წლის განმავლობაში დევნილებისთვის მრავალსართულიან კორპუსებს აშენებდა. რვა ათსართულიან კორპუსში დღეს ბინა 445-მა ოჯახმა მიიღო. ეს ოჯახები ძირითადად ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან არიან გამოსულები და აქამდე უმძიმეს პირობებში - სასტუმროებსა და სხვა ნგრევად ობიექტებში - ცხოვრობდნენ. იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალმოსახლეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცა და ტრამაკიძეების ოჯახს ახალი ბინის გასაღები თავად გადასცა.

ახალი საცხოვრებელი დევნილებისთვის
ახალი საცხოვრებელი დევნილებისთვის

იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი ნაწილი დღეს სადღესასწაულო განწყობაზე იყო, მაგრამ იყვნენ ისეთები, ვინც დევნილთა სამინისტროს მიერ შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. დევნილების ნაწილი მიიჩნევს, რომ კომისიამ არასამართლიანად გაანაწილა საცხოვრებლები. ცისანა ტაბატაძე დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, სოზარ სუბარს, შეხვდა და საკუთარი გულისტკივილი უთხრა.

მთავრობის წევრები დევნილთა ახალ დასახლებაში
მთავრობის წევრები დევნილთა ახალ დასახლებაში

სოზარ სუბარი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ კომისია ისევ აგრძელებს მუშაობას. ხარვეზები ბოლო ორ დღეში გამოსწორდა, მაგრამ თითოეული ოჯახის პრეტენზიებს კვლავ მოისმენენ და კომისიის მიერ დადგენილი კრიტერიუმებით შეაფასებენ.

დევნილთა ახალი დასახლება გორში
დევნილთა ახალი დასახლება გორში

რვა ათსართულიან კორპუსში ბინა 480 ოჯახზეა გათვალისწინებული. ამ დრომდე 35 ბინა ჯერ კიდევ გაუნაწილებელია. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის რეგიონში 5 ნგრევადი შენობა იხურება, სადაც ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში უმძიმ პირობებში ცხოვრობდნენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG