Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხე საახალწლოდ 46 300 ლარის ფარგლებში მოირთო


რაბათის ციხდე
რაბათის ციხდე

ახალციხეში საახალწლო სამზადისი დეკემბრის თვიდან დაიწყო. მოირთო ნაძვის ხეები, ქუჩები და ცნობილია საახალწლო კონცერტის დეტალებიც. ახალციხეში მორთულმამთავარმა ნაძვის ხემ ადგილობრივების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მოსახლეობის ერთ ნაწილს ახალი წლის სიმბოლო არ მოსწონს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ბუნებრივი ხე ქალაქს ალამაზებს.

ახალციხეში საახალწლო განწყობის შესაქმნელად სადღესასწაულო აქსესუარებისა და სამუშაოებისათვის ქალაქის ბიუჯეტიდან 46 300 ლარამდე გამოიყო. ელექტრონულ ტენდერში ინდივიდუალურმა მეწარმემ ამირან ნოზაძემ გაიმარჯვა. მან პასუხისმგებლობა კოსტიუმირებული საახალწლო ღონისძიების, ახალციხის ქუჩების, ცენტრალური პარკის, სკვერებისა და ნაძვის ხის საახალწლო აქსესუარებით მორთვაზე აიღო. ადგილობრივების აზრი, ნაძვის ხის მგავსად, ქალაქის მორთულობაზეც ორად იყოფა.გამოკითხულთა ერთ ნაწილს საახალწლო განათება ეცოტავება, მეორე ნაწილი კი ადგილობრივი თვითმართველობის ნამუშევრით კმაყოფილია.

ცენტრალურ პარკსა და ქუჩებთან ერთად მოირთო შოთა რუსთაველის ძეგლსა და იუსტიციის სახლთან არსებული სკვერები. ქალაქში წელს პირველად დაიდგა მანათობელი ლითონის კონსტრუქციები. ბუნებრივი ხის მორთვა 25 დეკემბერს დასრულდა და ქალაქში 20 დღის განმავლობაში დარჩება. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საახალწლო კონცერტი 31 დეკემბერს საღამოს 10-ის ნახევარზე დაიწყება და 12:00 საათზე ფოიერვერკით დასრულდება. ყველა ხარჯს კულტურის სამინისტრო დაფარავს. 31 დეკემბერს პატარებისათვის, კონცერტი 15:00 საათზე დაიწყება. ცენტრალურ პარკში სხვადასხვა ზღაპრის გმირის კოსტიუმირებული წარმოდგენა გაიმართება, რის შემდეგაც 500-მდე ბავშვს საჩუქარი დაურიგდება, - განმარტავს ქალაქ ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მარინა მერაბიშვილი.

განათების გარდა, ახალიციხელების განწყობის გასაუმჯობესებლად საახალწლო კონცერტიც გაიმართება. კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მესხ მაყურებელს ახალ წელს ტრიო ,,სიმი“, თბილისური კვარტეტი, კახა კუხიანიძე, ნუკრი კაპანაძე და ნატო გელაშვილი მიულოცავენ. ხუთ შემსრულებელს კიდევ სამი ცნობილი მომღერალი დაემატება.ქართული ესტრადის წარმომადგენლები ახალციხის მერიის მოთხოვნის მიხედვით შეარჩიეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG