Accessibility links

საახალწლო ღონისძიებებისთვის სამცხე–ჯავახეთში 170 ათასი ლარი დაიხარჯა


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, ლარის კურსი – ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომელთაც მიმდინარე წლის შეჯამების დროს პოლიტიკოსები ასახელებენ. ახალციხის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გელა დემეტრაძე აცხადებს, რომ 2017 წელი რთული იყო, თუმცა ქვეყნის მასშტაბით მას ორი დადებითი საკითხიც ახსენდება.

ადგილობრივი ხელისუფლება 2018 წელს უფრო მეტი პროექტების განხორციელებას აპირებს, მანამდე კი საახალწლო ღონისძიებებისთვის რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში 170 ათას ლარამდე ხარჯავს.

2017 წელი მძიმე იყო ქვეყნისთვის და, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთისთვისაც, – ამბობს საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“. კობა სანდროშვილი აქცენტს გაძვირებულ კომუნალურ მომსახურებაზე, ლარის კურსის ვარდნასა და ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობაზე აკეთებს.

ოპოზიციისგან განსხვავებით, 2017 წელს წარმატებულად მიიჩნევს ადგილობრივი ხელისუფლება. ამის საფუძველს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს უკვე განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები აძლევს. აკაკი მაჭუტაძე ამბობს, რომ რეგიონისთვის ეს წელი რთულიც იყო, თუმცა გამოწვევებს, მისივე თქმით, ყველამ ერთად გაართვა თავი.

ადგილობრივი ხელისუფლება 2018 წელს უფრო მეტი პროექტების განხორციელებას აპირებს, მანამდე კი საახალწლო ღონისძიებებისთვის რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში 170 ათას ლარამდე ხარჯავს.

საახალწლო ღონისძიებებისთვის ყველაზე ნაკლებს – 3.083 ლარს - ადიგენი ხარჯავს, ყველაზე მეტს კი – 83 .744 ლარს - ბორჯომი. წელს განსხვავებული მზადებაა ახალციხის მუნიციპალიტეტში - აქ საახალწლო ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ პარკში, რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს, რაც, ჯამში, ბიუჯეტს 45 ათას ლარამდე უჯდება. 9 000 ლარი დაიხარჯა საახალწლო განათებისა და ფოიერვერკების შესაძენად ასპინძაში, ნინოწმინდაში – 6 700 ლარი, ხოლო ახალქალაქში - 21.831 ლარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG