Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესაკუთრეები მშენებარე კორპუსში შესვლას ითხოვენ


ახალციხის ციხე
ახალციხის ციხე

კომპნია ზიმო“, რომელიც ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩზე, კორპუსს აშენებს, ვანის მუნიციპალიტეტმა შავ სიაში შეიყვანა, რის გამოც, შესაძლოა, ახალციხეში პროექტის დასრულებას ხელი შეშალოს.

გადმოწერა

ნინო ქველაძე ერთ-ერთია იმ 105 მცხოვრებიდან, რომელმაც ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში 2012 წელს ბინა იმ იმედით იყიდა, რომ წლის ბოლომდე საცხოვრებლად შევიდოდა. ადგილობრივები ბინების ჩაბარებას მეხუთე წელია ელოდებიან, თუმცა დღემდე მათ შესვლის უფლებას არავინ აძლევს. კითხვაზე. თუ როდის დასრულდება ბინების მშენებლობა და როდის შეძლებენ საკუთარ სახლებში ცხოვრებას, დაზარალებულებმა პასუხი ყველა იმათგან მოითხოვეს, ვინც 9 აპრილის ქუჩაზე არსებული ბინების მშენებლობაში მონაწილეობდა, მაგრამ უშედეგოდ. ნინო ქველაძის მსგავსად, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებიდან პასუხს ელოდება მარინა შუბითიძეც.

კორპუსის მშენებლობა ახალციხეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის ივლისში დაიწყო. 108-ბინიან შენობაში უწყებათა თანამშრომლებზე 105 გადანაწილდა. მათთან იპოთეკური სესხის ხელშეკრულებები გაფორმდა და თითოეული თვეში 220 დოლარს იხდის. სამინისტროებსა და შპს „ზიმოს“ შორის ხელშეკრულება 2012 წლის 5 ივლისს გაფორმდა. პროექტის ღირებულებამ, ჯამში, 6 480 000 ლარი შეადგინა. ნიკოლოზ ბეგიშვილის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების თანამონაწილეობის თანხა უკვე გადახდილი აქვს. ბინების მესაკუთრეებმა დახმარების სათხოვნელად სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივ ხელისუფლებასაც მიმართეს.

ბინების მფლობელებმა ამხანაგობის სია შეადგინეს. მათ ყველა პასუხისმგებელ პირთან წერილი გაგზავნეს. ამბობენ, რომ პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით შეეცდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG