Accessibility links

ახალციხის სკოლაში დასრულდა ორწლიანი რემონტი


ახალციხე

ორი წლის ლოდინის შემდეგ, ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები მშობლიურ სკოლას დაუბრუნდნენ. სასწავლო პროცესი შენობის საზეიმო გახსნის პარალელურად აღდგა.

Direct link

რეაბილიტირებული შენობა აშშ-ის ელჩმა, განათლების მინისტრმა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელმძღვანელმა გახსნეს. სტუმრებმა შენობა დაათვალიერეს, მოსწავლეებს გაესაუბრნენ და სპორტულ დარბაზში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.

აშშ-ის მთავრობის დახმარებით, საქართველოში 30 სკოლა გარემონტდა, გეგმაშია 65-ის რეაბილიტაცია და აღჭურვა. მე ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო ინვესტიცია, რადგან ის განათლებას ეხება...
იან კელი

ახალციხის პირველ სკოლაში ამჟამად 940 მოსწავლე სწავლობს. 100-ზე მეტმა მოზარდმა, გაჭიანურებული რემონტის გამო, სკოლა დატოვა.

აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა რეაბილიტაცია სამცხე-ჯავახეთის ექვს სკოლაში ჩაატარა. აქედან სამის რემონტი გაჭიანურდა.

ახალციხის პირველი სკოლის შენობის რემონტი 2 წელსა და ორ თვეს გაგრძელდა.

დელეგაციამ პირველი სკოლიდან ვალის პირველ სკოლაში გადაინაცვლა. მისი რეაბილიტაციაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა დააფინანსა.

"ჩემთვის დიდი პატივია დღევანდელ ცერემონიალში მონაწილეობის მიღება. პროექტი ეხება საქართველოს მომავალს. აშშ-ის მთავრობის დახმარებით, საქართველოში 30 სკოლა გარემონტდა, გეგმაშია 65-ის რეაბილიტაცია და აღჭურვა. მე ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო ინვესტიცია, რადგან ის განათლებას ეხება.

იან კელი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
იან კელი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

ჩვენი მხარდაჭერა რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. ეს ეხება როგორც დაწყებით კლასებს, ისე საუნივერსიტეტო განათლებას. უმნიშვნელოვანესია საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერება. ჩვენი ძირითადი მიზანია მოვამზადოთ ახალგაზრდები, რომლებიც მზად იქნებიან 21-ე საუკუნის ინფორმაციაზე დაფუძნებული ეკონომიკისთვის. ჩვენი პრიორიტეტია პროფესიული განათლებაც", – აღნიშნა ელჩმა იან კელიმ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG