Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გონიოს მცხოვრებთა აქცია ბათუმში


გონიო
გონიო

დღეს ბათუმში საპროტესტო აქცია გამართა ზღვისპირა სოფლის, გონიოს მცხოვრებთა იმ ნაწილმა, რომელსაც სახელმწიფომ უარი უთხრა ჩამორთმეული მიწის დაბრუნებაზე.

გონიოს მცხოვრებთა აქცია ბათუმში
please wait

No media source currently available

0:00 0:04:37 0:00
გადმოწერა

2010 წელს, საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ გონიოში მცხოვრებ 270-ზე მეტ ოჯახს მიწა ჯერ დაუკანონა, შემდეგ კი ჩამოართვა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გონიოელებმა საკუთრების უფლების აღდგენა მოითხოვეს. მათი არაერთი საპროტესტო აქციის შემდეგ, სპეციალურმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ მიწას დაიბრუნებს ყველა, გარდა 54 ოჯახისა. უარის გამო ამ ოჯახებმა იჩივლეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც გასული ერთი თვის განმავლობაში ჯერ 4, შემდეგ კი დანარჩენი 50 ოჯახის შემთხვევაშიც კომისიის გადაწყვეტილება ბათილად ცნო და ყველა საქმის ინდივიდუალურად განხილვა დაავალა. რა გახდა დღევანდელი საპროტესტო აქციის მიზეზი?

XS
SM
MD
LG