Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წლების ჯამი “ყურებით”


ავტორი: ანა ჯაფარიძე

უკვე ათი წელია რაც პროფესიას დავეუფლე. იკითხავთ რას?.. ჟურნალისტიკას. ამ წლების განმავლობაში რამდენიმე ადგილას მიმუშავია სპეციალობით, მაგრამ არა ტელევიზიაში. თუმცა სურვილი და მცდელობა კი მქონდა. პირველ არხზეც ვყოფილვარ პრაქტიკაზე. სტუდენტობისას ერთ არხზე გულით მინდოდა პრაქტიკის მიღება..… ფოფხაძემ უარით გამომისტურმა. ე. წ. სივის მიტანაც ვცადე, მაგრამ უშედეგოთ.. ისე გაგიკვირდებათ ამ სახალწლო დღეებში რა არხებზე ფიქრი ამეკვიტა. შვეცადე ეს დღეები დამეთმო ყურებისთვის. (ისე “ყურება” სიტყვა არ მომწონს, სხვა რამით ჩავანაცვლებდი, მოვიფიქრებ წერის პროცესში.)
როგორც ცოტათი მაინც მოსწრებული საბჭოთა კავშირს მხოლოდ პირველი არხისა და მეორე არხის ცქერით ვიყავი დაკავებული, ილუზიონის ბავშვი მეც ვიყავი. კარგად მახსოვს მაშინდელი სახალწლო კონცერტებიც ალას “დელა ვრემია’’სიმღერა (მგონი ტექსტის ნაწილი იყო, სიმღერას სახელწოდება არ მახსოვს, ალბათ ნადრევი ამნეზის ბრალია). “სამი კაკალი კონკიასთვის”, პრიცის მოლოდინი და უალტერნატივო სახალწლო ფილმი “ბედის ირონის” მსგასად.
სატელევიზიო ეკრანებს დღესაც, რომ ვუყურებ ორი რამ შეიცვალა დანარჩენი იგივე რჩება.. თავად გაკეთებულ სიუჟეტებიც მსგავსი არის ხოლმე. (გაკეთება.. ძაგდა ეს სიტყვა ნიკო ლეონიძეს, ამბობდა “გაკეთება ერთი რამის ვიცი მეო”.. ამიტომ ხშირად აკრიტიკებდა ჟურნალისტებს ამაში.) დავუბრუნდეთ ცვლილებას კომედი არტებით და სერიალებით. თუმცა ჩემს დროს იზაურა გადიოდა, მაგარამ ის თხმუთმეტი სერიით გვაწუხებდა თავს. ”ფერიდე” მახსოვს, მგონი პერსონაჟს ერქვა, ორი სერია იყო. “სანატა_ბარბარაზე”, “ველურ გულზე” ასეთებზე ხომ არ ვსაუბრობს, მგონი ბევრი დაწერილა და თქმულა. ფერიდე გულში ჩამივარდა. ერთ ღარიბ გოგოზე იყო, მასწავლებელზე.
რაც შეხება კომედი არტებს გადმოღებული რუსული კომედი კლუბებიდან ჩემი დროს უივერსიტეტის “კავენშიკებით” არის გაჟღენთილი. ისე ბიძინას ნათქვამის არ იყოს ჯიყნავენ ერთმანეთს ღამის შოსუს და იმედის შოუს ბიჭები, ვინც მათ იცნობს ალბათ ისიც გახსენდა ერთად რომ დანავარდობდნენ სახალწლო კარანავალებზე ჟურნალისტებთან.
რელიგიას შევეხე ზევით.. ერთი გამახსენდა ბიბლიურ თემატიკაზე აგებული ანიმაციები გადიოდა, სხვადასხვა ნაწყვეტები ძველი და ახალი აღთქმიდან ზღაპრულად მეჩვენებოდა. დავბრუნდები ისევ ბავშვობაში ხალხურ ზღაპრებს ხშირად ვკითხულობდი. თან მარტო ნახევრად ჩამქრალ სიბნელეში.. ღამე რომ ვწვებოდი საბჭოთა რადიოს ხმამღალი ხმაც მესმოდა, ცოტა მაწუხებდა.. ასევე “ტელევიზიონობასაც” ვთამაშობდი.. სარკის წინ ვდგებოდი, ალბათ ყველა მომავალი ჟურნალისტი ამას აკეთებდა. დიქტორი ვიყავი, მაგარამ არ გეგეონოთ ჟულიეტა ვაშაყმაძეს ვბაძავდ :). ხოდა რაზე ვწერდი? რადგან რელიგიაზე გავჩერდი. ახალი აღთქმა სხვათაშორის ილია მეორემ გადმოგვცა ჩაბარებისას ისევ ფოფხაძის ინიციატივით. ფოფხაძე უკვე მოერედ ვახსენე, ტყულად არ მითხრა გოგი გვახარიამ “მისი სკოლა ხარო”, არა ბატონო გოგი მე რომ მისი სკოლა და ფავორიტი ვყოფილიყავი ახლა ასე არ ვიჯდებოდი, მისგან უარს არ მივიღებდი პრაქტიკაზე :) .
მანამდე წაკითხული არ მქონდა. პატარა ვიყავი ფერადებიანი ინიციალებით რომ იესო ქრისტეს ცხოვრება გამოვიდა, ექვსჯერ მაქვს წაკითხული ნახატები მიზიდავდა, ზევითაც ვახსენე მეზღაპრებოდა. მაგარამ ეს ყველაფერი ბავშური ფანტაზიის ნაწილი იყო.. სანამ თავად არ დავიწყე ტაძარში სიარული, რაღაც დიალოგი გამომდის საკუთარ თავთან.
რელიგურ თემას ახლა ფრთხილად ეკიდება ყველა, ბევრს არ მოწონს საპატრიარქოს არაკონტექტური აქტიურობა უმცირესობის მიმართ.. მაგრამ არ დაგვავიწყდეს თავად რომის პაპმა თქვა “ვინ ვარ მე გეი განვიკითხო”. თუმცა ამას წინათ თავად მალტაში ასეთი წყვილსითვის ბავშვის აყავნის უფლებაზე მწვავე რეაქცია ჰქონდა..
არჩევანი გავაკეთე, ერთი წლის წინ და ავირჩიე კიდეც ოცნება, მაგრამ მარტო ქართული არა, საკუთარიც როცა ეკელსიაში მივედი. მშვიდი საპრეზიდენთო არჩევნები გამახსენდა. (წირვის მერე ავირჩიე სხავათაშორის).ეს არჩევანი ვფიქრობ ქართველ ხალხს კიდე მომავალში გასააზრებელი ექნება. ჯერ ისევ დაულაგებელი სიტუაცია, იქ პროკურორი სახალწლსო დღეებში მოგვევლინა არსენა ყაჩაყად, თან თურმე ორჯერ დაბადებული ყოფილა, რა დიპლომი ჰქონია და რას “ჩალიჩობა” გერმანიაში კიდე ღმერთმა უწყის (ისე ამდენი ღმერთის ხსენებით ჩემო მრევლო მკრეხელობა არ დამწამოთ, მაგარამ ეს ხომ ჩვევაში გადასული ფრაზებია).
ჩვენი არხების თვალის შევლებისას თურმე გარყვნილობებს ვაწყდებით, ამომიტივტიდა ხატია ბაინდურაშვილის “ძუძუები”, გაკიცხვის საგანი გახდა.. ვიდრე მისი პატრიოტული ვიდეო, რომელიც მიშა საკაშვილს მიუძღვნა. საზოგადოების მხრიდან, ხუთ გულიანი დროშის აფრიალების არ იყოს, ორაზროვანი დამოკიდებულება გაჩნდა.

მინდა ტელევიზიაში კინოს როლს შევეხო და ისვე ილუზიონს დავუბრუნდე. გოგი გვახარის ნოსტალგიური და საინტერესო დიალოგი გამოუვიდა ბატონ ჯემალთან, ეს ისე ჩემი ამ ორი ადამინისადმი პატივისცემით და სიყვარულით ავღნიშნე. მაგარამ კინო რაც შეხება არაფერია ჩვენი არხებით, თუ ძველის გამეორებას არ ჩავთვლი. და არამარტო ჩვენთან გადახედეთ მსოფლიო არხებს ძველი მაინც ძველია, და კარგი ახლით არაფერი შეცვლილა.
წელს ორმა ფილმმა მოახდინა ჩემზე მძაფრი შთაბეჭდილება, “გრძელი, ნათელი Dდღეები” და კანის ფესტივალის გამარჯვებული, როგორც ჩვენებმა გადმოთარგმნეს “ადელის ცხოვრება”.. (არ გავკადნიერედები ამ ფილმების რეცენზიას არ მოვყვები გვახარიას მერე). უბრალოდ ავღნიშნავ რომ პირველი ფილმი ჩემი ბავშვობა არის. ქარხანა სადაც ხალხი პურის რიგშია, ყოფილ მეხუთე ქარხანას მაგონებს პავლოვზე, და თქვენც ალბათ ჩემო მეგობრებო.. დანების ტრილაზე და ოჯახურ ფორიაქზე ბევრს არ ვილაპარაკებ...
რაც შეხება ადელს.. სიყვარულის 15 წუთიანი სექსუალური აქტს, სადაც ჩემდა გასაკვიარდ ამირანის დარბაზში სიჩუმე ჩამოვრდა, თუ ორ გამონაკლის არ ჩავთვლით, ფილმი გაწყდა რამდენჯერმე, ცოტა სიცილით შემომესმა. ფაქტია რომ მაყურებელი გაიზარდა, თუმცა ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები ფილმები უკვე გაზრდილი აუდიტორის ხვედრია ანუ ესეც გავითვალისწინოთ.
ყურებას ალტერნატივა არ მოეძებნა ჩემს ლექსიკონში :)

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG