Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულინგი თუ ბოულინგი?


ავტორი: ანა კვიჟინაძე

ახლაც მახსოვს როგორი მოტივირებული შევედი სკოლაში ბულინგის თემაზე სასაუბროდ, გავეცანი ტრენინგის მონაწილეებს და დავიწყე კითხვით, რა გსმენიათ ბულინგის შესახებ?

ალბათ არ უნდა მეკითხა, არა.. არ უნდა დამეწერა... ენა-მოსწრებული მოზარდი ჩამეკითხა „ბულინგი“ თუ “ბოულინგი“?

და სიჩუმე...

მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და ახლა როცა ბულინგის თემა ასეთი აქტუალურია იმედია ყველა მოსწავლის გულამდე თუ არა ყურამდე მაინც მიაღწევს სიტყვა ბულინგის არსი. აქვე უნდა აღინიშნოს, ერთი, რომ ბულინგის შესახებ წარმოდგენა არ აქვთ მოსწავლეებს და მეორე, რომ ნებისმიერი სახის ძალადობას „ბულინგს“ უწოდებენ.

ბულინგი ეს არის სოციალური მოვლენა, რომელიც დამახასიათებელია ძირითადად ორგანიზებული ბავშვთა კოლექტივისთვის და პირველ რიგში ეს არის სკოლა.ბულინგი ტერორს, დაშინებას, ძალადობას ნიშნავს, სხვადასხვა ფორმით, ეს იქნება ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ფარული თუ სხვა. მიუხედავად ბულინგის სხვადასხვა ტიპებისა, ის ყველა შემთხვევაში ნეგატიურ გავლენას ახდენს პიროვნებაზე. ძალადობას, ტერორს, ადრე თუ გვიან აქვს სხვადასხვაგვარი უარყოფითი სახით გამოვლენა. ეს შეიძლება იყოს დეპრესია, უძილობა, შფოთვა, კვებასთან დაკავშირებული პრობლემები, გაკვეთილების გაცდენა, აკადემიური მოსწრების გაუარესება, მუცლის ღრუს ხშირი ტკივილი და სხვა.

ბულინგი ეს არის „შეთქმულების თეორია“, რომელშიც ჩართულია სამი მხარე. მოძალადე (ბულერი), მსხვერპლი და დამკვირვებელი (ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ესწრება ძალადობრივ ფაქტს). აღნიშნული სამკუთხედი სწორედ სკოლაში იკვრება, სკოლაში სადაც წარმოდგენა არ აქვთ, არა თუ, შეთქმულების თეორიაზე, სიტყვა ბულინგზეც კი.

სკოლაარის ადგილი სადაც ბავშვი გადის სოციალიზაციის ძირითად ეტაპებს, სადაც ყალიბდება პიროვნება. პიროვნება, რომელსაც, გარდა აკადემიური უნარებისა,უნდა განუვითარდეს ისეთი პიროვნული ნიშნები, როგორიც არის სიბეჯითე, თვითკონტროლი, ცნობისმოყვარეობა, გამძლეობა, საკუთარი თავის რწმენა, თვითშეფასება. პიროვნული ნიშნების ჩამოყალიბებამ კი მას უნდა მისცეს ბიძგი განვითარებისთვის, მათ შორის აკადემიური უნარების განვითარებისთვის.

და რა ხდება მაშინ, როდესაც ფერხდება პიროვნული განვითარება? რა ხდება მაშინ, როდესაც ყალიბდება ხასიათი? იკარგება მოტივაცია? რა ხდება მაშინ როდესაც იქმნება „შეთქმულების თეორია“? სწორედ მაშინ იწყება პიროვნების განვითარების შეფერხება, დემოტივაცია და დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბება.

ბულინგი, უარყოფითი მახასიათებლებიდან გამომდინარე გავლენას ახდენს ბავშვის ხასიათის ოპტიმიზმზე. ამერიკელი მეცნიერი ხასიათის თვისების ოპტიმიზმს მიიჩნევს წარმატების საფუძვლად და არა „ინტელექტის კოეფიციენტს“. გარდა ხასიათის პესიმიზმისა, რომელიც აფერხებს განვითარებას, მსხვერპლი, მასზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შემდეგ კარგავს თვით-რეგულირების უნარს. მკვლევართა აზრით, მოზარდის ტვინს აქვს მიდრეკილება წონასწორობის დაკარგვისკენ. ბავშვობის წლებში განცდილი სტრესი, ღრმად აისახება თავის ტვინის ქერქზე, აღნიშნული ტვინის უბანი გავლენას ახდენს თვითრეგულაციის განხორციელებაზე, ემოციური, შემეცნებითი უნარების განვითარებაზე.

ბავშვობაში განცდილი ემოციური ტრამვები იწვევს დაბალი თვითშეფასების, საკუთარი თავის სრული უვარგისობის განცდის გაღვივებას. მოსწავლის თვითშეფასება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აღიარებენ მას სკოლის საზოგადოებაში და ოჯახში.

უნდა აღინიშნოს, რომ „შეთქმულების თეორიაში“ მონაწილე სამივე მხარე ბულერი, მსხვერპლი და დამკვირვებელი ემოციურად ტრამვირებულია, სამივე მხარეს ახასიათებს დაბალი თვითშეფასება და თვითრეგულირების დაბალი დონე. ბავშვები, რომლებიც არიან ბულინგის მსხვერპლნი, კარგავენ თვითშეფასების, თვითრეგულირების უნარს, რაც იწვევს ყურადღების დეფიციტს, სტრესის ფონზე ითრგუნება აზრების მართვის უნარი, ქრება სკოლაში სიარულის განწყობა, იკარგება საკლასო სივრცეში აქტიურობის, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის სურვილი, რაც თავის მხრივ აკადემიური განვითარების ხელის შემშლელი ფაქტორებია.

და ბოლოს...

ჩვენ, როდესაც აღარ ვისაუბრებთ ტერორზე, ძალადობაზე, მკვლელობებზე მოზარდებში. მაშინ როდესაც გვექნება ხასიათის ოპტიმიზმი და ავიმაღლებთ თვითშეფასებას, იქნებ ბოულინგიც გვეთამაშა, ყველას ერთად, სკოლასა თუ მის გარეთ...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG