Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

And Then We Danced ოსკარზე


ლევან გელბახიანი (მარჯვნივ) და ბაჩი ვალიშვილი
ლევან გელბახიანი (მარჯვნივ) და ბაჩი ვალიშვილი

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 92-ე ცერემონიალზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში შვედეთის სახელით And Then We Danced წარდგება.

ლევან გელბახიანი, მთავარი როლის შემსრულებელი:

"მოლოდინი გვქონდა. ჩვენს გარდა კიდევ ორი ფილმი ( Aniara, Quick ) განიხილებოდა საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე გასაგზავნად. საოცარი ემოცია იყო. ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს. თვითონ ფაქტი, რომ შვედეთმა წარგვადგინა ოსკარზე, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ფილმის საფესტივალო ცხოვრება გრძელდება".

მანამდე იყო ოდესისა და სარაევოს კინოფესტივალები, სადაც პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის გადაეცა ლევან გელბახიანს, მთავარი როლის შემსრულებელს ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ”.

And Then We Danced (და ჩვენ ვიცეკვეთ) ქართული კომპანია Takes Film-ისა და შვედური კომპანია French Quarter Film-ის კოპროდუქციაა.

პრემიერა ფილმისა Then We Danced” კანის ფესტივალზე გაიმართა.

გოგი გვახარიას ინტერვიუ ფილმის რეჟისორ ლევან აკინთან

ინტერვიუ მთავარი როლების შემსრულებლებთან - ბაჩი ვალიშვილსა და ლევან გელბახიანთან.

სექტემბრის დასაწყისში სურათს შვედეთის კინოთეატრებში უჩვენებენ, რის შემდეგაც დაიწყება ლევან აკინის ფილმის გაქირავება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში რეჟისორი და გადამღები ჯგუფი ამბობს, რომ აქვთ სურვილი ფილმი საქართველოშიც ნახონ, თუმცა როდის და კონკრეტულად სად ჯერ ისევ ბუნდოვანია. ფილმი თბილისში მაყურებელმა მხოლოდ ერთხელ, დახურულ ჩვენებაზე ნახა.

  • 16x9 Image

    დათო ქორიძე

    რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG