დასრულდა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ათწლიანი პერიოდი. გიორგი მარგველაშვილის სახით საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. შეიცვალა ქვეყნის კონსტიტუცია. პოლიტიკიდან წავიდა კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი. ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. უფლებამოსილება შეუჩერდა თბილისის არჩეულ მერს. თანამდებობიდან გადადგა მთავარი პროკურორი - ეს არის არასრული ჩამონათვალი 2013 წლის საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენებისა.
-
ჯიმშერ რეხვიაშვილი
ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.