იმისათვის, რომ, მაგალითად, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები მომავალში საეჭვოდ არ გამდიდრდნენ, ძველებს უკვე დაგროვილი ქონების წარმოშობა რეალურად შეუმოწმდეთ და შესაძლებელი გახდეს ელიტური კორუფციის ფაქტების გამოაშკარავება, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კონტროლის ახალი მექანიზმების დანერგვის ინიციატივით გამოდიან. მათი რწმენით, ჯერ ისევ მოქმედი უწყებათშორისი ანტიკორუფციული საკოორდინაციო საბჭო დამოუკიდებელი სტრუქტურით უნდა შეიცვალოს.
იმისათვის, რომ ეფექტიანი კონტროლი განხორციელდეს, არასამთავრობო სექტორის აქტიურობის გზით საზოგადოება უნდა იყოს ჩართული კორუფციული სქემების აღმოჩენის პროცესში, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი, რომელიც კიდევ ერთხელ გამოდის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საბჭოს შექმნის ინიციატივით. მისი იდეის მიხედვით, კორუფციული სქემებისა თუ რისკების გასაკონტროლებლად უნდა შეიქმნას პარიტეტულ საწყისებზე დაკომპლექტებული საბჭო, რომლის ერთ ნახევარსაც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები წარმოადგენენ, ხოლო მეორე ნახევარი სახელმწიფო სტრუქტურებს დაეთმობა. კახიშვილის განმარტებით, ცხადია, საბჭო სამართალდამცველი სტრუქტურების მუშაობაში არ ჩაერევა, მაგრამ მან უნდა დააკმაყოფილოს საზოგადოების ინტერესი - პასუხი უნდა გასცეს წინა წლებში დასმულ შეკითხვებს და იფიქროს სამომავლო პრობლემების გამოვლენასა თუ პრევენციაზე. ასე მაგალითად, კახი კახიშვილის თქმით, ახალმა ანტიკორუფციულმა საბჭომ უნდა მიხედოს ისეთ კორუფციულ სქემებს, რომლებიც
სამომავლოდ დანაშაულის წახალისების საფრთხეს შეიცავენ. შესაძლებელია, ასეთი მიდგომა, მაგალითად, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დახვეწისა თუ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შესწავლის საფუძველიც გახდეს. კახი კახიშვილი დიდ ნაკლოვანებად მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ჯერ ისევ არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც ამ დეკლარაციების მართებულობას, ანუ ჩინოვნიკთა გამდიდრების საფუძვლებს, შეისწავლიდა:
”ერთია, რომ სახელმწიფო მოხელეს ევალება მხოლოდ დეკლარაციის შევსება, მაგრამ რას ჩაწერს შიგნით, - საერთოდ ზეტები რომ დაუსვას, - ამაზე რეაგირებას არავინ არ ახდენს, თუ არ იქნა კონკრეტული დავალება ამ ჩინოვნიკის შესახებ, რაც ჩვენ გვახსოვს ამ წლების მანძილზე. იმასაც ვერ გაიხსენებთ, რომ ამ საბაბით რომელიმე ჩინოვნიკი მიეცათ პასუხისმგებლობაში ანდა, როგორც მინიმუმ, პასუხები მაინც გაეცა“.
ახალი მაკონტროლებელი საბჭოს შექმნის ინიციატივით კახი კახიშვილი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში გამოვიდა, მაგრამ უყურადღებოდ დარჩა მისი მიმართვა პრეზიდენტ სააკაშვილისადმი. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ახლა უკვე ახალი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პასუხს ელოდება. პირადად მის სახელზე კანცელარიაში შეტანილი განცხადების განხილვის ათდღიანი ვადის ათვლა 30 ოქტომბერს დაიწყო. კახი კახიშვილი იმედოვნებს, რომ ჯანსაღი სტრუქტურა შეცვლის დღემდე არსებულ უწყებათშორის საბჭოს, რომელიც ისედაც ვერ ებრძოდა კორუფციას.
საუბარია 2008 წელს დაარსებულ უწყებათშორის საკოორდინაციო ანტიკორუფციულ საბჭოზე, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა და რომელიც ძირითადად სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლებისგან იყო დაკომპლექტებული. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 23-კაციანი საკოორდინაციო საბჭო, სადაც მხოლოდ 5 არასამთავრობო ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი, ძირითადად ორიენტირებული იყო ”ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლებასა და მათი შესრულების კონტროლზე, საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ანგარიშების კონტროლზე, შესაბამისი საკანონმდებლო საქმიანობის ინიცირებასა და რეკომენდაციების მომზადებაზე”. საგულისხმოა, რომ საბჭო უფლებამოსილი არ იყო რეაგირება მოეხდინა კორუფციის ამა თუ იმ გამოვლინებაზე.
ეს რომ ასე იყო, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ხსენებული საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი წარმომადგენელი, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურიც ადასტურებს:
”მას არ ჰქონდა უფლება, რომ გამოძიება ეწარმოებინა და გარკვეული რეაგირება გაეკეთებინა კორუფციის ფაქტებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც შეიძლება ჰქონდეს უწყებას ან სტრუქტურას, რომელიც ებრძვის კორუფციას.”
ეკა გიგაური, რომლის ორგანიზაციაც სისტემატურად აქვეყნებს კვლევებს კორუფციის მდგომარეობის შესახებ საქართველოში, აუცილებლად მიიჩნევს დამოუკიდებელი და ეფექტიანი მაკონტროლებელი სამსახურის შექმნას კორუფციის თუნდაც ისეთი ფორმების მონიტორინგისთვის, როგორიცაა, მაგალითად, თანამდებობის ბოროტად გამოყენება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ზედა ეშელონებში კორუფციის არსებობასთან დაკავშირებით კვლავაც არაერთი კითხვის ნიშანი რჩება, მაშინ როცა ბოლო წლებში აშკარად მოხერხდა წვრილმანი კორუფციის დამარცხება. დამოუკიდებელი სამსახურის შექმნასთან დაკავშირებული ახალი კონკრეტული წინადადებებით ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” სულ მალე იუსტიციის მინისტრთან გეგმავს შეხვედრას. თუკი ეკა გიგაური მეტ-ნაკლებად იცნობს კახი კახიშვილის ინიციატივას, კახიშვილს ჯერ არაფერი სმენია იმ ინიციატივის შესახებ, რომელზეც გიგაურის ორგანიზაცია მუშაობს. თუმცა სამომავლოდ გამორიცხული არ არის, რომ არასამთავრობო სექტორის წიაღში წარმოქმნილი ინიციატივები საბოლოოდ ერთმანეთთან შეჯერდეს.

ერთია, რომ სახელმწიფო მოხელეს ევალება მხოლოდ დეკლარაციის შევსება, მაგრამ რას ჩაწერს შიგნით, - საერთოდ ზეტები რომ დაუსვას, - ამაზე რეაგირებას არავინ არ ახდენს, თუ არ იქნა კონკრეტული დავალება ამ ჩინოვნიკის შესახებ, რაც ჩვენ გვახსოვს ამ წლების მანძილზე...კახი კახიშვილი